ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ირანული მედიის ცნობით, 31 წლის ნილუფარ ჰამედი და 36 წლის ელაჰ მოჰამედი 200 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ და ქვეყნიდან გასვლის უფლების აკრძალვით გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ქალები პატიმრობას ასაჩივრებენ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ციხის გარეთ დარჩებიან. ნილუფარ ჰამედი რეფორმისტულ გაზეთ Shargh-ში მუშაობდა, მან მაჰსა ამინის მამა და ბებია […]
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “მეცმა” მნიშვნელოვანი მატჩი წააგო [VIDEO]

ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზასთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ შეუცვლელად ათამაშა. ის ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ორივე გუნდი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ტაიმში სტუმრები ვენსან სერომ თავის მიერვე მოპოვებული […]
2023 წლის ყველაზე უცნაური აკრძალვები მოგზაურებისთვის

მსოფლიო კვლავ განიცდის ტურიზმის პოსტპანდემიურ ბუმს – ხალხი აქტიურად დადის სამოგზაუროდ. ზოგჯერ ტურისტების ს ძლიერი ნაკადი პრობლემად იქცევა ხოლმე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ხელისუფლება ნაკადის შეკავებას პორტში შესული საკრუიზო გემების რაოდენობის შეზღუდვით ან ტურისტებზე გადასახადების გაზრდით ცდილობს. მაგრამ ზოგჯერ ეს შეზღუდვები იმდენად არ ზღუდავს ტურისტების ნაკადს, რამდენადაც აბნევს. Euronews-მა შეადგინა უცნაური აკრძალვების მოკლე […]
ბაიდენი: აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს

ტაივანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს. “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს დამოუკიდებლობას”. – ასე უპასუხა ბაიდენმა ტაივანში შაბათს, 13 იანვარს გამართული არჩევნების შედეგების შესახებ ჟურნალისტების კითხვას. ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა. DPP-ის გამარჯვების […]
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, კრივორიზკას რაიონში, მტრის რაკეტა გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივორიზკას რაიონში საჰაერო განგაშის დროს მტრის რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ Ukrinform დნიპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკმას პოსტზე დაყრდნობით წერს. მანამდე სოციალურ ქსელში კრივორიზკას РВА-ს ხელმძღვანელმა ევგენ სიტნიჩენკომ კრივორიზკას რაიონში აფეთქებების შესახებ განაცხადა.
როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ “ტულუზასთან” მატჩში

ლიგა 1-ის მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე „ტულუზასთან“ წაგებულ მატჩში (0:1) „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Flashscore 6.9, Whoscored 6.5, sofascore 6.5. შემდეგ შეხვედრას “მეცი” 27 იანვარს სტუმრად “ნიცასთან” ჩაატარებს.
15 იანვარს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება

15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. პროცესის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები საქალაქოსთან შეკრებას გეგმავენ. “15 იანვარს, 13:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესია.ლაზარე არის 7-8 მარტის სიმბოლო და ჩვენ ბოლომდე მის გვერდით უნდა ვიდგეთ” – წერს გირჩი მეტი თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ […]
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო. შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.
ისლანდიაში კიდევ ერთი ვულკანი ამოიფრქვა

14 იანვარს ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში ვულკანი ამოიფრქვა. ოფიციალური პირების თქმით, მიმდებარე ქალაქიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხერხდა, შესაბამისად, ვულკანის ამოფრქვევას ადამიანებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. “საშიშროების ქვეშ არავის სიცოცხლე იყო, თუმცა, შესაძლოა, ინფრასტრუქტურას საფრთხე შეექმნას”. – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა. გავრცელებული ცნობებით, ვულკანმა ამოფრქვევა მეთევზეების ქალაქ გრინდავიკთან შუადღით დაიწყო და შედეგად ქალაქში რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ეს […]
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ სახლებამდე მიაღწია

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე, გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას “დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.