ჩინეთში კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ჩინეთში კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია. “საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. […]
დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება – ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს

დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება – ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): […]
სამხარაძე: თურმე აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით – ჩინეთს აყენებენ შეურაცხყოფას

ქართული ოცნების წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების “ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს”. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის პარალელურად ისაუბრა. “ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. […]
ვოლსკი: რუსეთის ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, “რუსეთის ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც საქართველოს ჩინეთთან გააჩნია”. “რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, საკმაოდ სპეციფიური, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, იმ ინტერესებისგან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩინეთთან ორმხრივ ურთიერთობაში”, – თქვა ვოლსკიმ.
კობახიძე: ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან მნიშვნელოვანია, შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოსთვის ჩინეთთან თანამშრომლობას “კონკრეტული და ხელშესახები” შედეგების მოტანა შეუძლია. ეს განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჩინეთში ვიზიტით ყოფნის დროს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ “ჩინეთთან თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისთ”. კობახიძე ქართული ოცნების დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს”. “რა […]
გურჯაანში 40 წლის კაცმა 24 წლის ახალგაზრდა დაჭრა

გურჯაანში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 14 იანვარს მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა, რა დროსაც 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ცნობით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული სხეულის სხვადასხვა არეში. დაზიანებულია არტერია, ღვიძლი და გულმკერდის […]
ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა. ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება. „ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის […]
ეკა ციმაკურიძე – დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას – ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად

დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას – ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ, დეოლიგარქიზაციის საკითხზე, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა იცის, რა უნდა გაკეთდეს და საჭიროა პოლიტიკური ნების […]
კობახიძე: მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა, პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით”. მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კობახიძემ თქვა, რომ “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”. “შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ […]
ბაქოში ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ბაქოში ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის თქმით დაღუპულია ორი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანია. ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია. ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლები. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.