საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ძეგვში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ და რექტორის სახელით თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საქველმოქმედო აქცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების […]
კარგად ხვდებიან, რომ ხელი დაიწვეს დეოლიგარქიზაციის თემაზე მუშაობის დაწყებაზე – მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოებაა. პარტია “საქართველოსთვის” “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, ოლიგარქები საკუთარ დამფინანსებლებში ეძებოს. ოპოზიციურ პარტიაში კეზერაშვილის გავლენებზე მმართველი გუნდიც საუბრობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და ვერ მიხვდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი მათ დამფინანსებელს […]
რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაცია გრძელდება

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაცია მიმდინარეობს. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ქალაქის პირველი საბავშვო ბაღი, სრულად რეაბილიტირებულია. ქალაქის ყველაზე ძველი ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს დღეიდან მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 716 000 ლარით დაფინანსდა.
გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სიტყვით მხარეები სასამართლოში 26 თებერვალს წარდგებიან

7-8 მარტის აქციების მომაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 თებერვალს გაიმართება. სხდომის თვეზე მეტი ხნით გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი დაასახელა, თუმცა დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სინამდვილეში პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად: „ზოგადად, პროცესი ჭიანურდებოდა. წინა პროცესზე […]
საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა- ლევან დავითაშვილი

საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც 2023 საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია შეაფასა. მისი თქმით, გასული წლის მონაცემები იმედის მომცემია, რომ მიმდინარე წელსაც დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი გვქონდეს. „2021 წლიდან […]
გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იანვრის პირველ კვირაში 52%-მდეა გაზრდილი – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი […]
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. მათივე განმარტებით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის […]
რა შეხვედრები და დისკუსიები გაიმართება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე – საქართველოს დელეგაციის გეგმები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, დავოსში შეხვედრები უკვე დაგეგმილია. როგორც მან აღნიშნა, დელეგაცია შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებთან გამართავს. „დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია ბიზნესი იკრიბება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის […]
„მე ვთვლი და ვიცი ზუსტად, რომ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის რეალიზება შეძლეს“ – ვახტანგი ბეჟიტაშვილი

„მე ვთვლი და ვიცი ზუსტად, რომ ფერმერებმა მოსავლის რეალიზება შეძლეს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წელს ციტრუსის მოსავალი კარგი იყო და ფასიც მაღალი ჰქონდა. „წელს ციტრუსის მოსავალი იყო კარგი. მთლად სუპერ ხარისხი არა, მაგრამ ხარისხი მისაღები იყო. სეზონის დასაწყისი იყო საუკეთესო. გამომდინარე იქიდან, რომ შტორმები იყო […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვას სასამართლო 26 თებერვალს დაასრულებს

15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ათ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა სხდომა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. ამ სხდომაზე გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს. წინა სასამართლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, ისევ გრიგორიადისის ადვოკატების მოთხოვნით, სასამართლომ უდავოდ გახადა პროკურატურის 12 მოწმის ჩვენება, რის გამოც მათი […]