ირაკლი ქადაგიშვილი – მელია იქნება, დეკანოიძე – გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“ – ადრე იყო ერთი მთლიანობა, დაიშალნენ და ცდილობენ ამ დაშლილიდან, რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს

მელია იქნება, დეკანოიძე და გოცირიძე, „ლელო” თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“ – გათვლა აქვთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთ ერთობაში სიახლე არაფერია და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც მინიმალური გავლენა ექნება. „რაიმე თვისობრივი სიახლე ეს არ არის, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც დავოსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეხვედრებზე მადლიერებას გამოხატავს შვეიცარიის მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ასევე, ისაუბრებს […]
ლევან დავითაშვილი – ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაწყებულია – ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევები დაწყებულია და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს და ასევე, ფასდება კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც. „ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები დაწყებულია. ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რათა ვაზიანის აეროპორტის მიზანშეწონილობის სრულფასოვანი შეფასება […]
სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა იემენზე განხორციელებული დარტყმები დაგმეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას მკაცრად დაგმეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაგმეს ქვეყნების ჯგუფის მიერ შეერთებული შტატებისა და დიდი […]
პროკურორის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს. როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე განმარტავს, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული. „ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა, დასაკითხ პირთა სიაში მითითებული პირების დაკითხვაზე. ბრალდებულის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ყველას, ვინც უკვე თითქმის 77 წლის განმავლობაში გამოდიოდა „მოდინახეს“ სცენაზე და თქვენ, ახალგაზრდებო, წარმატებული სწავლის პარალელურად, ვინც, ასეთივე წარმატებით ითავსებთ მოყვარული მსახიობის როლს, გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმინობას გისურვებთ. ქართულ თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის […]
დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო – სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება გაფორმდა. მათივე ცნობით, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიანი პროგრამაზე მსმენელთა მესამე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მესამე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, რეგისტრაცია 16 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და სწავლა დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს. „დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდა განახლებადი […]
ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი – რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას – თეა წულუკიანი

ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას, – აცხადებს კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმითვე, საქართველოს მთავრობამ და კულტურის სამინისტრომ ღირსეულად გაართვეს თავი ფესტივალის “ევროპალია-საქართველო” მაღალ დონეზე ჩატარებას. “ეს იყო შესანიშნავი აკომპანემენტი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი პანოპლია კულტურული ღონისძიებებისა, რომელმაც აქაურ ევროპელ მსმენელს, […]
დავოსში მაღალ დონეზე მონაწილეობა ქვეყნის ცნობადობისთვის, რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას – ლევან დავითაშვილი

მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა ზოგადად, ქვეყნის ცნობადობისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება. “დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა წლის დასაწყისში, სადაც უკვე რამდენიმე […]