სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა იემენზე განხორციელებული დარტყმები დაგმეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას მკაცრად დაგმეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაგმეს ქვეყნების ჯგუფის მიერ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით იემენის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური დარტყმები“, – ნათქვამია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც, მათი განმარტებით, იმ თავდასხმების საპასუხო ნაბიჯი იყოს, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ