რა არის ბიზნესისთვის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების განმაპირობებელი ფაქტორები? – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს საქმიანობაში ხელის შემშლელ ფაქტორად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას. სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა მომსახურების სექტორში (92%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად […]

ბოკუჩავა: დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, უკიდურესად საზიანოა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, უკიდურესად საზიანოა ქვეყნისთვის. “ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის თავისუფალ სამყაროში, მაგრამ პოლიტიკურად, დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, რასაც ვხედავთ, მათ შორის ახლა, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტით და დაახლოების მცდელობით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან საქართველოს […]

მთავრობამ ხულო-ზარზმის დაუსრულებელი გზის გამო, “სინოჰიდროსთან” 95-მილიონიანი კონტრაქტი შეწყვიტა

დღეს საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია “სინოჰიდროსთან” არსებული 95-მილიონიანი კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე კომპანიის მიმდინარე პროექტს – ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას ადგილზე საკმარისი პროგრესი არ გააჩნდა, ამიტომაც ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდება ახალი ტენდერი, რათა სწრაფად მოიძებნოს სამშენებლო კომპანია, რომელიც 2024 წელსვე […]

რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ზამთრის საბურავი – რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

პირველი იანვრიდან ავტომფლობელებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე.წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი საბურავით გადაადგილება და როგორ შევარჩიოთ სწორად, რეგულაციებთან შესაბამისობაში, ზამთრის საბურავი? გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ […]

ბაქოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში ძლიერ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანია დაღუპული. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 24 ადამიანია გადაყვანილი. შემთხვევა ავეჯის დამამზადებელ ქარხანაში მოხდა. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს. შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ქეთევან თურაზაშვილი ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში თებერვალში მივა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში თებერვალში მივა. “მივმართავ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქალბატონო ნათია: უამრავი პენსიონერი ახალ წელს პრაქტიკულად მშიერი შეხვდა… ამ ადამიანებს არ ეზეიმებათ, რადგან მათი შემოსავლის ერთად ერთი წყარო პენსიაა, რომელიც ბანკს მიაქვს თაღლითური სქემით.თქვენ […]

ლევან დავითაშვილი Fitch-ის რეიტინგზე – იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს

იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყოს – ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და ამ შემთხვევაში, საქართველოში ნაკლებად ხელგვეწიფება, რომ რეგიონული კონტექსტი შევცვალოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch […]

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ. ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ. შესაბამისად, შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს […]

გივი მიქანაძე – ვერ წარმომიდგენია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით დაინტერესებული არ არის – ნახონ, როგორ მიისწრაფვიან დასავლეთის ქვეყნები ჩინეთისკენ

ვერ წარმომიდგენია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით დაინტერესებული არ არის – იმან, ვინც კითხვებს სვამს, თუ რატომ ხდება ჩინეთში ვიზიტები და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ნახოს, როგორ მიისწრაფვიან დასავლეთის ქვეყნები და როგორ ცდილობენ მაქსიმალურად ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა. მიქანაძის თქმით, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ […]

სადაზღვევო კომპანია „არდი“ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის. განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ […]