რიო დე ჟანეიროში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ბრაზილიის სახანძრო სამსახურის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა. სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულების ნაწილი მეწყერს ემსხვერპლა, ნაწილი კი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ან დაიხრჩო. ერთ-ერთი ქალი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიტბორა რიო დე ჟანეიროს […]
გორის სასამართლომ ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ კაცს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც ტაბულას სასამართლოში ეუბნებიან, აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობდნენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით ჰქონდა მიყენებული, თუმცა შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ, დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. როგორც […]
“სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?” – რა უთხრა ლევანდოვსკიმ ვინისიუსს პენალტის შესრულების წინ

ესპანური პრესა იმ დეტალებზე წერს, თუ რა უთხრა პენალტის შესრულების წინ რობერტ ლევანდოვსკიმ ვინისიუსს. როგორც იცით, ანგარიშით 2:1-ზე, პირველი ტაიმის მიწურულს, “რეალმა” თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც გოლად ბრაზილიელმა გარდასახა. პენალტის შესრულებამდე კი ვინისიუსის დაბნევა პოლონელს სურდა. ლევანდოვსკი “ბლანკოსის” შემტევთან მივიდა და უთხრა: “სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?”. ბრაზილიელმა მხოლოდ ის უთხრა, რომ პენალტის დარტყმას […]
ბაქოში საწარმოს აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 15 იანვარს, ბაქოში ავეჯის საწარმოში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით ჰოსპიტალიზირებულია 23 ადამიანი. ფაქტან დაკავშრებით სისხლის სამართლის გამოძიება ორი მუხლით [ უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი და მეტი ადამიანის სიკვდილი და დაუდევრობა] არის დაწყებული.
მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე GDI-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებულ, არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. “საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში, ისე რომ საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა. საგამოძიებო […]
ოკუპანტებმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს | დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მაშველები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა – ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და 4 მაშველი. როგორც უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებასა და მაშველებს. თავდასხმისას ისინი დრონებსა და არტილერიას იყენებდნენ. დაზიანდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები; სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხანძარი გაჩნდა; ტროლეიბუსის ხაზი და გაზსადენი.
ჩინეთმა სმარტფონისთვის ბირთვული ელემენტი შექმნა, რომელიც დამუხტვის გარეშე ნახევარი საუკუნე იმუშავებს

ჩინურმა კომპანიამ სმარტფონისთვის წარადგინა ბატარეის ისეთი ტიპი, რომელიც შეძლებს, რომ სმარტფონი 50 წლის მანძილზე დატენის გარეშე ამუშაოს – ამის შესახებ ინფორმაციას androidcentral.com ავრცელებს. მათივე ცნობით Betavolt Technology პეკინიდან ამტკიცებს, რომ ესაა პიონერი “ატომური ენერგიის ბატარეების მინიატურიზაციაში”. ელემენტი ზომით მონეტაზე პატარა იქნება და 50 წლის განმავლობაში მუდმივი ენერგიის გამომუშავება შეეძლება. მისი ზომა 15x15x15 მმ იქნება. სავარაუდოდ […]
აზერბაიჯანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულები

აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო – სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება გაფორმდა. მათივე ცნობით, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, შპს […]
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს, მოლოდინია, რომ პროგრესიც იქნება – ეკონომიკის მინისტრი

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს – მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, IMF-ის პროგრამა არა გაუქმებული, არამედ შეჩერებულია და საკითხზე მხარეებს შორის, დიალოგი მიმდინარეობს. „პროგრამა არ არის გაუქმებული, პროგრამა არის შეჩერებული. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული საკითხები […]