„იმედი გვაქვს, რომ დავოსში წამყვანი კომპანიებიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს საერთაშორისო კომპანიებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ფორუმისთვის მოსამზადებელი მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხვედრები უკვე დანიშნულია. „დავოსი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა წლის […]
ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაწყებულია – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაწყებულია და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს და ასევე, ფასდება კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც. „ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები დაწყებულია. ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რათა ვაზიანის აეროპორტის მიზანშეწონილობის სრულფასოვანი შეფასება მოხდეს. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0159 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9308 ლარს შეადგენდა. […]
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა – BAG ინდექსი

2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა – BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMCG კვლევით ცენტრთან ერთად BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა […]
“მგზავრების” კლიპი საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე 3 პრიზით დაჯილდოვდა

ჯგუფმა “მგზავრები” კალიფორნიაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ჯგუფის კლიპი “WALTZ” – “ვალსი” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე 3 პრიზით დაჯილდოვდა. “ვალსი” – ეძღვნება ჩვენგან წასულ ახლობლებს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი არ გვტოვებენ. ვიდეორგოლი რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო.
საქართველოს საელჩომ კანტის აკადემიის სტუდენტების დელეგაციას უმასპინძლა

კორეაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 12 იანვარს, საქართველოს საელჩომ კანტის აკადემიის სტუდენტების დელეგაციას უმასპინძლა. 8-10 იანვარს, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჰარვარდისა და სეულის უნივერსიტეტების მიერ, გაეროს ეგიდით, ქ. სეულში გამართულ ახალგაზრდული კონგრესის მოდელირებაში, სადაც ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე, ოფიციალური პარტნიორის სტატუსით, პროგრამას წელს პირველად შეუერთდა. შეხვედრის დროს, დიპლომატებმა სტუმრებს გააცნეს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0159 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9308 ლარს შეადგენდა. […]
როგორ ვმართოთ გრიპის ვირუსი და როდის (არ) მივმართოთ ექიმს – ინტერვიუ ინფექციონისტთან

ზამთარი რესპირაციული, ანუ სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ვირუსების აქტიურად გავრცელების პერიოდია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსები, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია გრიპის ვირუსი. ერთმანეთისგან განასხვავებენ გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპსაც, თუმცა, როგორც ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ამბობს, მათ შორის არ არის ისეთი განსხვავება, რომელიც განსხვავებულ სიმპტომებს იწვევს, ან მკურნალობის განსხვავებულ ტაქტიკას საჭიროებს. რა სიმპტომებია საყურადღებო, როგორ უნდა ვმართოთ […]
„ოქსფამი“: ბოლო სამ წელში მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის ქონება გაორმაგდა

საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, „ოქსფამის“ თანახმად, 2020 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონება გააორმაგა მაშინ, როცა მსოფლიოს დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი უფრო გაღატაკდა ამავე პერიოდის განმავლობაში. „ოქსფამი“ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების „უზარმაზარი“ კონცენტრაცია აძლიერებს უთანასწორობას მთელს ეკონომიკაში. „ამჟამინდელი ტემპებით სიღარიბის დასრულებას 230 წელი დასჭირდება, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში […]
გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება – Bild

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება. ინფორმაციას გამოცემა ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტში გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეიძლება, დაიწყოს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის.