რა ღირს ინტერნეტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, OECD-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღლია, ხოლო მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, „ბიზნესპრენიუსმა“ დაადგინა, თუ რა ღირს საშუალოდ საქართველოსა და ზოგადად, ჩვენს რეგიონში ინტერნეტი. ვებსაიტი Numbeo-ს მიხედვით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ანახლებს მონაცემებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების შესახებ, საქართველოში, 60 მბ/წმ ინტერნეტის ფასი 48.77 ლარია. […]

აიოვის პარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

დონალდ ტრამპი, აიოვის შტატში, სხვა რესპუბლიკელ კონკურენტებს შორის დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს. შტატში, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირველი კენჭისყრა იმართება. კანდიდატები მხარდაჭერების გულის მოგებას ცცდილობენ. ეს ხმები, საბოლოოდ, ზაფხულში პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის დასახელებაზე მოახდენს გავლენას. დონალდ ტრამპის მოწინავე პოზიციამ, აიოვაში ქვეყნის მასშტაბით პირველი პარტიული კენჭისყრა, ე.წ. კოკუსი, მეორე ადგილისთვის რბოლად აქცია. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი […]

კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები მთავრობის დროებით დაფინანსებაზე თანხმდებიან

აშშ-ის კონგრესში, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა, კვირას მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტი გამოვაქვეყნეს, რომელიც მთავრობის ნაწილობრივ დახურვას და ფედერალური სააგენტოების ფუნქციონიორებას მარტამდე უზრუნველყოფს. შეთანხმება მიზნად ისახავს ქაოსის თავიდან აცილებას და მეტი დროის გამოყოფას, რათა მხარეები სამთავრობო ხარჯების კანონმდებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობის საქმიანობას აფინანსებს. სამთავრობო უწყებებს დაფინანსება პარასკევს შუაღამისას ამოეწურება და მოუწევთ შეამცირონ აქტივობა, თუ ახალი დაფინანსება არ […]

პუტინმა “უკრაინაში არსებული სიტუაცია” ინდოეთის პრემიერთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ტელეფონით ესაუბრა, სადაც “უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს”. პუტინთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა თქვა, რომ პუტინთან სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ. “პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული […]

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო. მოგვიანებით კი ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს” | Reuters-ის სტატია კობახიძის ვიზიტზე

“EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს”, – ასე ეხმაურება საერთაშორისო გამოცემა Reuters საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს. “ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის […]

ისრაელში თავს დაესხნენ გამვლელებს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა

ისრაელის ქალაქ რაანანაში, რომელიც თელ-ავივიდან 19 კილომეტრზე მდებარეობს, გამვლელებზე თავდასხმა განახორციელეს. როგორც საგანგებო სამსახურები იტყობინებიან, თავდამსხმელმა პირველ მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით და ავტომობილი გაიტაცა, შემდეგ კი ის რამდენჯერმე დააჯახა ფეხით მოსიარულეებს. მეორე ვერსიით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ და მათ ორი სხვადასხვა თავდასხმა განახორციელეს. ავტომობილის მფლობელი ქალი დაიღუპა. დაჭრილია მინიმუმ 17 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. […]

“ჰუსიტების“ პრესსპიკერის განცხადებით, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გაგრძელდება

წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ „ჰუსიტების“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აბდულსალამმა განაცხადა. „ისრაელის გემების ან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი გემების შესაჩერებლად შეტევები გაგრძელდება“, – განაცხადა დაჯგუფების პრესსპიკერმა. აბდულსალამმა აღნიშნა, რომ დაჯგუფებას წითელ და არაბეთის ზღვებში ესკალაცია არ სურს და წითელი ზღვის მილიტარიზაცია სწორედ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა. „ჰუსიტების“ პრესსპიკერის განცხადებიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის […]

პროკურატურა – 2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულების, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურობის დანამატი 2%-ით იზრდება. კერძოდ, 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს – 7%, 10-დან 20 წლამდე – 12%, […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. “აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია […]