ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

“წელს ქვეყანაში პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს”

წელს ქვეყანაში პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, წელსაც შენარჩუნდება ის ტარიფები, რომელიც 2023 წელს იყო. „ზოგადად, თუ შევადარებთ 2022 წელს, რომელიც გამოწვევებით სავსე წელი იყო, მაღალი ფასები ფიქსირდებოდა ხორბალსა და ფქვილზე, რაც ავტომატურად აძვირებდა პურს, გასული წელი გაცილებით უკეთესი გამოდგა. ამ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში შეხვედრებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაშია. ის შვეიცარიის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს ბერნში მართავს, მოგვიანებით კი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ზელენსკი შეხვედრებს ასევე გამართავს ნატოს, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან, ასევე – ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა, უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება. „ასევე განვიხილავ რუსეთის მიერ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების, […]

“გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას” – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დონორებს, უკირაინისთვის, $4,2 მილიარდის გამოყოფა სთხოვა, მსოფლიოს კი მოუწოდებს, არ დაივიწყონ უკრაინა. „მაშინ, როდესაც მსოფლიოში ბევრი სხვა ადგილია, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას“, – მოუწოდა გაეროს წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტსმა დიპლომატებს ჟენევაში. გასულ წელს, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა, მოთხოვნილი $3,9 მილიარდიდან, თანხის 67% მიღო. 2024 წლისთვის, გაერომ შედარებით ნაკლები […]

უკრაინა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რუსული საჰაერო ხომალდი გაანადგურა

უკრაინამ განაცხადა, რომ აზოვის ზღვის მიდამოებში, რუსეთის საჯაშუშო ავიახომალდი – “ბერიევ A-50” და “ილუშინ II-22” გაანადგურა. “უკრაინის საჰაერო ძალეებმა გაანადგურა მტრის შორი რადიუსის რადარების აღმომჩენი საჰაერო ხომალდი და მათი ილ-22 საჰაერო კონტროლის ცენტრი. მადლიერი ვარ, აზოვის ზღვის რეგიონში, უკრაინის საჰაერო ძალების ამ შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციის გამო”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი […]

პაპი ერთი და იმავე სქესის წყვილთა კურთხევის დეკლარაციას განმარტავს

რომის პაპმა ფრანცისკემ დაიცვა საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში, ერთი და იმავე სქესის წყვილების კურთხევის ნებართვას იძლევა. ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა განჩინება 2023 წლის 18 დეკემბერს გამოსცა. სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც კვირას, 14 იანვარს გადაიცა, პაპმა ფრანცისკემ ამ საკითხზე, გასული წლის დეკემბრის განჩინების შემდეგ, საჯარო კომენტარი პირველად გააკეთა. მისი ვარაუდით, იმ სასულიერო პირებმა, ვინც დეკლარაციას წინააღმდეგობა […]

ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი “ნაპოლიში” აღარ ითამაშებს

“ნაპოლის” 29 წლის პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი “ტორინოსთან” მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, “სალერნიტანასთან” შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს და საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასზეც არ წაიყვანეს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ზილენსკიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უფასოდ შეელევა. ამიტომ ზილენსკი დიდი ალბათობით […]

კვლევა: გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული გენს ადრე დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა

მეცნიერები პრეისტორიულ პერიოდში მცხოვრები ადამიანების ძვლებისა და კბილების გენეტიკური ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ გენები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ბრინჯაოს ხანაში მონადირე-შემგროვებლებსა და მესაქონლეებს მოშინაურებული ცხოველების პათოგენებისგან იცავდა. ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში წერია. პროექტი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 175 საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა, მათი თქმით, გარდაცვლილი ადამიანების […]

“საქართველოს კაპიტალი” კომპანია „არდის“ გაყოფის შედეგად „არდი დაზღვევის“ ინვესტორი და მფლობელი გახდა – დეტალები

საქართველოს კაპიტალი სადაზღვევო კომპანია „არდის“ გაყოფის შედეგად ჰოლდინგში შემავალი კომპანია “არდი დაზღვევის” მფლობელი და ინვესტორი გახდა, რომელიც “არდი ჰოლდინგის” 97%-ს მოიცავს, – ამის შესახებ BM.GE-ის სააქციო საზოგადოება „არდი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, „არდი“ ორ კომპანიად გაიყო და გასული წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანია „არდი ჰოლდინგის“ სახელით დარეგისტრირდა, რომელმაც ორი მიმართულებით სრულიად დამოუკიდებელი […]