მე არ შევცვლიდი, (სტალინი) არ უნდა ამოიხატოს – დავით თარხან-მოურავი

“მე არ შევცვლიდი ამას, (სტალინი) არ უნდა ამოიხატოს”, – ამ განცხადებას პრორუსული პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „დღის ამბებთან“ აკეთებს. დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მღელვარება ხატის გარშემო ე.წ. შავი პიარს მოჰყვა. როგორც პრორუსული პარტიის ლიდერის შეფასებით, საპატრიარქომ “რბილი” გადაწყვეტილება მიიღო. დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ სტალინის გამოსახულების ხატზე ასახვა ხატმწერის გადაწყვეტილებაა. ფრაგმენტის ცვლილება კი უახლოეს მომავალში მოხდება. […]

დმიტრო კულება – ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ, ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით

ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ვფიქრობ, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რის შესახებაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონური ალიანსი. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი, დიპლომატიური მრჩეველი, ოფირ ფალკი და ჩეხეთში ისრაელის ელჩი, ანა აზარი ესწრებოდნენ. პეტრ პაველი ისრაელში დღეს ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. მისი მოგზაურობა უსაფრთხოების მიზეზების გამო ცნობილი არ ყოფილა. ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ […]

“ჩემი ოჯახის ხსენება აღარ გაბედო!!” – ვის დაუპირისპირდა ხათუნა ჟორდანია

· 295 ჩემი ოჯახის ხსენება აღარ გაბედო!! – ხათუნა ჟორდანია მომღერლებზე, სტეფანე მღებრიშვილზე და მაია დარსმელიძეზე სოციალურ ქსელში წერს. “როგორ ვცდილობ, რომ ზიზღი, რომელმაც ასე მოიცვა სოც. ქსელი, ჩემს გულში არ შემოვუშვა🤷‍♀️…. რატომ გახდა საქართველოში, ღმერთის სიყვარული დასაცინი??? რატომ არის ტრენდული, ადამიანის შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკლესიის და ღმერთის მოყვარულია??? Maia Darsmelidze, კიდევ ერთხელ […]

გრიგოლ გეგელია – ჩინეთისა და ევროპული კავშირის ღირებულებები ფუნდამენტურად არის აცდენილი – ჩვენ ვერ ვიქნებით ორივე კლუბის ნაწილი

ჩინეთისა და ევროპული კავშირის ღირებულებები ფუნდამენტურად არის აცდენილი, ჩვენ ვერ ვიქნებით ორივე კლუბის ნაწილი, – ამით პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა, „ლელო“ ჩინეთთან გარკვეულ დონეზე ურთიერთობებს ემხრობა, თუმცა არა ისეთი ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არ არის. “ჩინეთს აქვს თავისი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში […]

„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კრიპტოვალუტით გადახდების მიღება დაიწყო

CityPay.io და Toyota ცენტრი თბილისი დაპარტნიორდნენ, რაც ნიშნავს, რომ Toyota ცენტრი თბილისი მზადაა უზრუნველყოს ეფექტური და უსაფრთხო გადახდები კრიპტოვალუტის მეშვეობით პირველად საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში. 1 იანვრიდან კრიპტო გადახდით სარგებლობა მომხმარებლებს “ტოიოტა ცენტრი თბილისი”-ს ფილიალში, მისამართზე – დავით აღმაშენებლის გამზირი, N116 შეუძლიათ. Ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებლებს საქართველოში პირველად ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ავტომობილი სტაბილური კრიპტოვალუტით – USDt, […]

ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შედეგად ხომალდს “მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს.” მანამდე, ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-იმ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ჰუსიტებმა ჯამში სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, ორ მათგანს ზღვამდე […]

ფინეთიდან რუსების დაფუძნებულ 20 კომპანიას რუსეთში სამხედრო მნიშვნელობის საქონელი გააქვს

20-ზე მეტ ფინურ კომპანიას რუსეთში სამხედრო მნიშვნელობის საქონელი გააქვს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE ავრცელებს. ჟურნალისტურ გამოძიების მიხედვით, სამხედრო საქონელს უკრაინასთან ომში მყოფ რუსეთს მცირე ზომის ლოგისტიკური და ექსპედიტორული კომპანიები აწვდიან, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების მიერ არის დაფუძნებული. მაგალითისთვის ქალაქ ლაპენრანტთან დაფუძნებულმა კომპანიამ რუსეთში ჩიპები, დიზელის ძრავები, საწვავის ტუმბოები და სხვა ნაწილები გაგზავნა. ჟურნალისტების თქმით […]