ვიოლა ამერდი – შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის, – ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს“, – განაცხადა ვიოლა ამერდმა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ.
„შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)