“ჰამასი” აცხადებს, რომ 2 ისრაელელი მძევალი მოკლა

“ჰამასმა” ორი ისრაელელი მძევლის ცხედრის ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორის დაბმბვას არ შეწყვეტდა, მათ მოკლავდნენ. “ჰამასის” მებრძოლთა დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში, სავარაუდოდ, ნაჩვენებია 53 წლის იოსი შარაბის და 38 წლის იტაი სვირსკის ცხედრები. მასში ასევე ნაჩვენები იყო მესამე ისრაელელი მძევალი, 26 წლის ნოა არგამანი, რომელიც […]
ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას. შესაბამისი განცხადებით, ლილუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას სამართლებრივ ჩარჩოში მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიაში ამის მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან. “რა თქმა უნდა, […]
ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა… – ტრაგედია ძველით ახალი წლის ღამეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

· 120 ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან. „საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
„ბოლო სამ წელში მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის ქონება გაორმაგდა” – „ოქსფამი“

საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, „ოქსფამის“ თანახმად, 2020 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონება გააორმაგა მაშინ, როცა მსოფლიოს დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი უფრო გაღატაკდა ამავე პერიოდის განმავლობაში. „ოქსფამი“ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების „უზარმაზარი“ კონცენტრაცია აძლიერებს უთანასწორობას მთელს ეკონომიკაში. „ამჟამინდელი ტემპებით სიღარიბის დასრულებას 230 წელი დასჭირდება, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში […]
ლეგენდა, სახელად “ბუბა” | 1 წელი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებიდან

ერთი წელი მიმინოს გარეშე. მეგობრები და კოლეგები დღეს ბუბა კიკაბიძის საფლავთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ლეგენდარული ხელოვანი რომელიც ღირსებისა და პრინციპულობის სიმბოლოც გახდა. ყველასთვის საყვარელ მომღელს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ უკრაინაში, სადაც მალე სამ ქალაქში ბუბა კიკაბიძის სახელობის ქუჩები გაიხსნება.
“ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების დაკავება და მტრის განადგურება” | სირსკი

“ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება, პოზიციების დაკავება და მტრის განადგურება”, – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რადგან უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავი ახლოვდება. “ჩვენი მიზნები იგივე რჩება: პოზიციების დაკავება… მტრის დათრგუნვა მაქსიმალური მსხვერპლის მიყენებით”, – თქვა სირსკიმ. გარდა ამისა, სირსკის თქმით, უკრაინას არ აქვს […]
შვეიცარია, 2024 წლის ოქტომბერში, უკრაინის განაღმვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

შვეიცარია, 2024 წლის ოქტომბერში, უკრაინის განაღმვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს – ამის შესახებ 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამგერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების განაღმვა, უკრაინის მომავალი რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. “ამ წლის ოქტომბერში ჟენევაში ამ საკითხზე კონფერენცია გაიმართება”, – განაცხადა მან. მისივე თქმით, შვეიცარია უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად […]
პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი კლინიკიდან გამოწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გამოწერეს. ის თავისი მოვალეობების შესრულებას დისტანციურად განაგრძობს, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმები ამბობენ, რომ ოსტინი სრულად გამოჯანმრთელდა. “მდივანი ოსტინი კარგად პროგრესირებდა მისი აქ ყოფნის განმავლობაში და მისი ძალები ძლიერდება… მისი პროგნოზი შესანიშნავია… მას შემდგომი მკურნალობა არ აქვს დაგეგმილი”, – […]
კვება თვეში 249 ლარად | “ქართული ოცნების” ხელისუფლების ახალი საარსებო მინიმუმი

250 ლარი არსებობისთვის – “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ ეს თანხაა საკმარისი ერთი ადამიანის კვებისთვის ერთი თვის განმავლობაში. საარსებო მინიმუმის სტატისტიკა წლების განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელია. ასეთ დრამატულ მონაცემებს საქსტატი კანონის მიერ განსაზღვრულ მეთოდოლოგიას უკავშირებს და ამ მეთოდის ცვლილებასაც მოითხოვს, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობა არ ჩქარობს, რადგან, ცვლილების შემთხვევაში, მოსახლეობის მიმართ აღებული სოციალური ვალდებულებების მოცულობის […]
სირკის თქმით, უკრაინული ძალები “აქტიურ თავდაცვაშია”

უკრაინის სახმელეთო ჯარები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია თავდაცვაზე , – 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზზის გასწვრივ. თუმცა, მათ აქვთ შეტევითი უნარებიც, განაცხადა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ. გასული კვირის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ცვლილებებზე, რამაც უკრაინის მნიშვნელოვანი გარღვევის იმედებიშეამცირა. უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის მიმართ თავდაპირველი ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვამ და […]