ირანი ირწმუნება, რომ ერაყში “ისრაელის ჯაშუშების შტაბზე” იერიში მიიტანა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირწმუნება, რომ ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში “ისრაელის ჯაშუშების შტაბზე” იერიში მიიტანეს. ამას გარდა, ირანის არმიის ელიტურ რაზმებში ამბობენ, რომ სირიაში დაარტყეს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებსაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ “სიონისტური რეჟიმის ბოლოდროინდელი დაუნდობელი ქმედებების, რის შედეგადაც გუშაგთა და წინააღმდეგობის ღერძთა მეთაურები დაიხოცნენ, საპასუხოდ ერაყის ქურთისტანის რეგიონში ბალისტიკური რაკეტებით განადგურებულ იქნა […]

ჩინეთში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. პარტიის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დღეს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდებიან. მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური […]

“რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება ხშირი ამოფრქვევების პერიოდში გადავიდეს” – ისლანდიაში ვულკანმა რამდენიმე სახლი გაანადგურა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, ვულკანიდან ლავის ნაკადი თითქმის შეჩერდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რამდენიმე სახლი განადგურდა. ოფიციალური პირების თქმით, დანარჩენ ისლანდიას საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, გრინდავიკის მახლობლად ვითარება “ძალიან შემსუბუქდა”. ვულკანოლოგმა ევგენია ილინსკაიამ განაცხადა, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძული შეიძლება გადავიდეს ხშირი ამოფრქვევების პერიოდში და ამოფრქვევები, შესაძლოა, მოხდეს ყოველ რამდენიმე თვეში ან წელიწადში ერთხელ, ათწლეულის ან […]

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულ პოზიციებზე 22 დარტყმა განახორციელეს

ომი გრძელდება უკრაინაში – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. თავდაცვის ძალებმა, უკრაინის სამხრეთით, ორი რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაზიანდა 3-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი, დაშავებულია 3. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ რუსულ […]

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

“ჰუსიტების” მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა აშშ-ის კუთვნილ სატვირთო ხომალდს მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, “ჰუსიტებმა” იემენის სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს აშშ-ს კუთვნილ სატვირთო გემს. გემს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი მოგზაურობას ადენის ყურეში აგრძელებს. გადამზიდავმა კომპანიამ განაცხადა, რომ გემს ფოლადის ნაწარმი გადაჰქონდა. რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც გაისროლეს აშშ-ის გამანადგურებლის მიმართულებით წითელ ზღვაში, […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს,16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), […]

La Gazzetta Dello Sport Georgia – ს ოფიციალური პრეზენტაცია იტალიელ სტუმრებთან ერთად, 31 იანვარს “რესპუბლიკაში” გაიმართება

როგორც 2 თვის წინ გახდა ცნობილი, SMH Sports-ი, ევრაზიის ქვეყნებში და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა. 31 ინვარს, “რესპუბლიკაში” მსოფლიოს უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტის და ბიზნეს-სექტორის […]

მედიის ინფორმაციით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 24 ადამიანი. სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გერმანიაში სიგარეტის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ზეჰაუზენის სუპერმარკეტში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულის თანმხლებმა ორმა პირმა გაქცევა მოახერხა და მათ ამ დრომდე ეძებენ. ისინიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სიგარეტები ქურთუკის სახელოებში ჩამალეს და ისე გამოიტანეს სუპერმარკეტიდან. პოლიცია თვითმხილველმა გამოიძახა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.