ისრაელელი ახალმოსახლეები იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე

ისრაელს და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის ფონზე, ამერიკის ხმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ესტუმრა და იქ ებრაელ ახალმოსახლეებს შეხვდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მედიის მიკერძოებულობის მსხვერპლნი არიან. ახალმოსახლეებსა და პალესტინელებს შორის, იქ, დაპირისპირება ხშირია. დეტალები სიუჟეტში.

თბილისში ახალგაზრდა კაცს ისევ ეძებენ, ნაპოვნია მისი ძაღლი

თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. ბოლო ცნობებით, 08:25 საათის მდგომარეობით, ნაპოვნია მისი ძაღლი, ლაბრადორის ჯიშის, რომელთან ერთადაც მანამდე კაცი შენიშნეს. ძაღლი ნაპოვნია აღმაშენებლის ხეივანზე, “ვენდისთან”, დათიც იგივე ტერიტორიაზე ნახეს. მეგობრების ინფორმაციით, კაცს აცვია შავი ჰუდი. თუ რამე ინფორმაცია გექნებათ, შეგიძლიათ დარეკოთ: 500500110 577555800 +995 599 15 55 50 591000220 599339338

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კაია კალასი – ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი თვლის, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს. კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და […]

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. “მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქალაქ პეკინში ვიზიტის დროს, […]

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს − ჭოუ ციენს შეხვდა. “შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქალაქ პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს […]

უამინდობა აშშ-ში – ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ და დიდთოვლობამ შტატებში პრობლემები შექმნა

უამინდობაა ამერიკაში. შტატებში ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა. კოლორადოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქვეყნის უმეტესი ნაწილი მოიცვა ე.წ.-მა არქტიკულმა აფეთქებამ (ციმბირში წარმოქმნილი ძალიან ცივი ჰაერის მასების, ჩრდილოეთ პოლუსის გავლით, კანადასა და აშშ-ში გავრცელება). ჩრდილოეთ შტატებში ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსები უამინდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი სამხრეთ და შუა ატლანტიკურ შტატებში.

ირანი აცხადებს, რომ იერიში მიიტანა “ისრაელის ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე” ერაყში

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ თავს დაესხა “ჯაშუშურ ცენტრებს” ერაყში. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს “მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე” ქურთისტანის რეგიონში. “სიონისტური რეჟიმის ბოლოდროინდელი სისასტიკის საპასუხოდ, რამაც გამოიწვია გვარდიისა და “წინააღმდეგობის ღერძის” მეთაურების მკვლელობა… ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოსადის ჯაშუშების ერთ-ერთი მთავარი შტაბი ბალისტიკური რაკეტებით განადგურდა”, – ნათქვამია გვარდიის განცხადებაში. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა სირიაში “ისლამურ რესპუბლიკაში ტერორისტული ოპერაციების […]

Volkswagen-მა 2023 წელს 394 ათასი ელექტრომობილი გაყიდა – Electrek

2023 წელს Volkswagen-მა ელექტრომობილების გაყიდვები 21%-ით, 394 000-მდე გაზარდა – თუმცა ელექტრომობილებს კომპანიის გაყიდვებში ჯერ მხოლოდ 8%-იანი წილი უჭირავს და ვარაუდობს, რომ ამ მხრივ გამოწვევები 2024 წელსაც გაგრძელდება. Volkswagen-ისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზრები ჩინეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ბელგიაა. კომპანიამ გერმანიაში, 2022-თან შედარებით, 62.9%-ით მეტი ID.4 მოდელის 30 000 ერთეული გაყიდა, აშშ-ში […]

წლის დასაწყისიდან Tesla-მ საბაზრო ღირებულების $94 მილიარდი დაკარგა

იანვრის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 12%-ით დაეცა – ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2016 წლის შემდე. ზოგადად, ამჟამინდელი ზარალი – $94 მილიარდი – ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც Tesla 2010 წელს ბირჟაზე გამოვიდა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის აქციები დაეცა კომპანია ჰერცის მიერ 20 ათას ელექტრომობილზე უარის თქმის და ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ფასების კიდევ […]