ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა

15 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე საელჩო მუშაობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩო, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე მუშაობს. „15 იანვარს ქ. ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ – განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში […]
ბრჭყვიალა ღვინო „ციალი“ 2024 წელს ევროპასა და აზიაში გაიყიდება

უახლესი ბრჭყვიალა ღვინო „ციალი”, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა, მიმდინარე წელს უკვე ექსპორტზე ევროპისა და აზიის ქვეყნებში გავა. ბრჭყვიალა ღვინო, რომელსაც მეღვინეობა „ფერადი გრადუსი” აწარმოებს, რქაწითელისა და საფერავისგან მზადდება. „ციალი” მისი უახლესი პროდუქტია, რომლის სახელის, სტრუქტურის, გემოვნური თვისებებისა და ბრჭყვიალის ეფექტის ინსპირაცია სწორედ ჩრდილოეთის ციალსა და ამ ნათებას უკავშირდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თათა საური […]
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ – იპოვეს მისი ძაღლი

15 იანვრის 17:00 საათიდან თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. თავდაპირველად, ის, თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი, მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა, ასევე ძაღლთან ერთად, თუმცა მოკლესახელოიანი მაისურით დააფიქსირეს. აღმაშენებლის ხეივანზე, “ვენდისთან”, იპოვეს დაკარგულის ძაღლი და თავად დათი გავაშელიც იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს. მისი მეგობრების თქმით, ბოლო მონაცემებით, ახალგაზრდას შავი ჰუდი აცვია.
ტრამპმა პირველი გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე – ე.წ. კოკუსში, რომელიც რესპუბლიკელებმა აიოვაში ჩაატარეს. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ხმების თითქმის 100%-ის შეჯამება აჩვენებს, რომ ტრამპმა 32 900-ზე მეტი ხმით გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ პრეტენდენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს. მესამე ადგილზეა გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი. გამოცემა The […]
ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 16 იანვარს ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია […]
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საბერძნეთში ორსული ქართველი ქალი მოკლეს, ყალბია – მოკლული ალბანელია: რას წერს დანაშაულზე ბერძნული მედია

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საბერძნეთში ორსული ქართველი ქალი მოკლეს, ყალბია – მოკლული ალბანელია: რას წერს დანაშაულზე ბერძნული მედია ქართული მედიის ნაწილი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საბერძნეთში ქართველი ორსული ქალი მოკლეს. საბერძნეთში ორსული ქალი მართლაც მოკლეს, თუმცა ის არა ქართველი, არამედ ალბანელი იყო. ქალს სახელად გეორგია ერქვა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია კი […]
„ბოლო მონაცემებით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად“ – თბილისში გაუჩინარებულ ბიჭს ისევ ეძებენ

„ბოლო მონაცემებით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად“ – თბილისში გაუჩინარებულ ბიჭს ისევ ეძებენ თბილისში დაკარგულ დათი გავაშელს ოჯახი და პოლიცია უკვე მეორე დღეა ეძებს. მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცთან ერთად მყოფი მისივე ძაღლი, დიღმის ტრასის ტერიტორიაზე, „ვენდისთან“ იპოვეს, სწორედ იქაა შემჩნეული მისი პატრონიც. „08:25 საათის მდგომარეობით, ისევ იძებნება, სავარაუდო ტერიტორია: აღმაშენებლის ხეივანი. ბოლო […]
კვარაცხელია და “ნაპოლი” საუდის არაბეთში არიან – ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება…

“ნაპოლი” საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც იტალიის მოქმედი ჩემპიონები ქვეყნის სუპერთასის (Supercoppa Italiana) მოპოვებას ეცდებიან. გუნდი ახლა ცუდ ფორმაშია, თუმცა ამის შესაძლებლობა სხვა დროს როდის იქნება, არავინ იცის. შესაბამისად, მაქსიმალური მობილიზება და ხასიათის გამოსწორებაა საჭირო. იტალიაში ტრენდს ბოლომდე აჰყვნენ, სუპერთასს 4 გუნდი გაათამაშებს, მატჩები კი საუდის არაბეთში, რიიადის “ალ-ავალ პარკის” 25-ათასიან არენაზე ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა […]
ბითაძის 29 წუთი და “ორლანდოს” გამარჯვება “ნიუ იორკ ნიქსთან” [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდა და 98:94 გაიმარჯვა. სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, “მეჯიქის” ლიდერმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 […]