რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა მალდივებზე დასვენებასთან დაკავშირებით – სად გაატარეს ქართველებმა ახალი წელი?

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლები საახალწლო შვებულებას მოგზაურობაში ატარებენ და დღესასწაულებს საზღვრებს გარეთ ხვდებიან. მსგავსი მოგზაურობები თვეებით ადრე იგეგმება. სასურველი მიმართულების შერჩევისას კი მომხმარებელი ფასებს, კონკრეტულ ქალაქში არსებულ საახალწლო გარემოს, ფრენების მოქნილობას და სხვა ფაქტორებს ითვალისწინებს. სადღესასწაულო მოგზაურობაზე უარს არც ქართველი დამსვენებელი ამბობს. როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ქართველები მოგზაურობას 25 დეკემბრის პერიოდში ამჯობინებენ, მაშინ, როცა […]
მძიმე ავარია თურქეთში – დაღუპულია 9 ადამიანი

თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე, საქალაქთაშორისო ავტობუსი ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა. როგორც თურქული მედია იუწყება, შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
დონალდ ტრამპი – უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ

უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. „უკრაინაში ისეთი საშინელი სიტუაციაა, ისრაელში ისეთი საშინელი სიტუაციაა, იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, ჩვენ მათ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ […]
უკრაინის გენშტაბი – გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1 000 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. გენშტაბის […]
პრემიერმა ერთიანი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა – ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს”. “მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, […]
რუსეთი: ვორონეჟში 3 უკრაინული დრონი მოვიგერიეთ, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

16 იანვრის ღამით ვორონეჟში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვადიმ კსტეტინმა გაავრცელა. მანამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კიევს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რამდენიმეში კი მინები ჩაიმსხვრა. შენობების […]
კულება: თუ იარაღი გამოგველევა, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან სასწორზე ჩვენი არსებობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების გამოყოფისთვის დრო იწურება. მისი თქმით, უკრაინას იარაღი რომც გამოელიოს, ბრძოლას “ნიჩბებით გააგრძელებენ”. კულებამ ამის შესახებ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე აზრით, უკრაინისთვის მეტი თანხის გამოყოფა NATO-ს დაეხმარება თავიდან აირიდოს ის პირდაპირი დაპირისპირება, რაც შესაძლოა რუსეთთან მოხდეს და რაშიც აშშ-ს ჯარებსაც მოუწევთ […]
„ჩვენი ღუმელების ენერგოეფექტურობა 79%-მდეა გაზრდილი“ – როგორია მოთხოვნა Esco-S-ის ღუმელებზე

დღეის მდგომარეობით საქართველოში შეშისთვის 2 400 000 კუბური მეტი ხე მოიხმარება, თუმცა საქართველოს შესაძლებლობა სულ 640 000 კუბური მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს 1 800 000 კუბური მეტრი რესურსი არამდგრადია. სწორედ ამიტომ, ტყეზე ზეწოლისა და შეშის მოხმარების შემცირების მიზნით ზაალ ხელაძის და ნინო ლეჟავას დაფუძნებულმა კომპანიამ Esco-S-მა საქართველოში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება დაიწყო. როგორც […]
ლიონელ მესი მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია – The Best-ზე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ნომინაციაში – წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – გაიმარჯვა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა მოულოდნელად გაუსწრო გასულ სეზონში ტრებლის მომგებს, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, „ოქროს ბუცის“ მფლობელს, ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს. მესი ამ პრიზის მფლობელი მეოთხედ გახდა. […]
3 (16) იანვარი – ღირსი იოვანე ჭყონდიდელის ხსენების დღეა

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა“. როგორც ჩანს, წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იოვანე მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტი იყო. 1050 წელს, წმიდა იოვანე, ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან, პეტრიკთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ს (+1072) […]