ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გვქონდა სამივე ორგანიზაციას“ – „ლაზიკა კაპიტალი“ წელს მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ წელს მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. როგორც „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, ორგანიზაციას ლიცენზიაზე განცხადება ჯერ არ შეუტანია, მაგრამ ეროვნულ ბანკთან „ლაზიკა“, „ემბისი“ და „კრისტალი“ შეხვედრებს აქტიურად ახორციელებენ. „ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გვქონდა სამივე ორგანიზაციას, რომლებიც კანდიდატები ვართ. კონკრეტული საკითხები განვიხილეთ და ვთხოვეთ გარკვეული ცვლილებები. ახლა ვართ უკუკავშირის მოლოდინში […]

როგორია ოლ-პი ჯგუფის ბიზნეს გეგმები 2024 წელს

კომპანიისთვის „ოლ-პი ჯგუფი“ 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 16-წლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა კომპანიამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება. „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ შევისწავლეთ უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნები და კვლევა საკმაოდ ხანგრძლივი სიღრმისეული იყო, ახალი ქვეყნის ბაზარზე შესვლა მაინც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. მიხარია, რომ ჩემ ხელთ არსებული სტატისტიკა მაძლევს საშუალებას თამამად განვაცხადო – […]

“კიდევ ერთხელ გამოხატა მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი” | ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს, შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო “ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა.” ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ელჩმა ღარიბაშვილს ინფორმაცია მიაწოდა ტაივანში ჩატარებულ არჩევნებზე. “მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში […]

ომბუდსმენმა ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა გააგრძელა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 იანვარს ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. “ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. […]

ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს | კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი The Times-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს. კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა. დაზვერვის მიხედვით, რუსეთს უკრაინასთან ზავის შემთხვევაში, 3-5 წელის დასჭირდება, რათა სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განაახლოს. ამიტომ, ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთს მრავალი […]

გეოგრაფიული აღნიშვნა „თელიანი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „თელიანი“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „თელიანის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. თუ მოვიძიებთ ინფორმაციას „კაბერნე სოვინიონის“ შესახებ, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ყურძნის უძველესი ფრანგული ჯიში, რომელმაც ყველაზე კარგად გაიხარა საფრანგეთში – ბორდოს მხარეში და საქართველოში, კახეთში. ბორდო რომ მსოფლიო […]

2024 წლის პერსპექტივები – ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი

ახალ მსოფლიო წესრიგში ქვეყნის სწორი პოზიციონირების გადამწყვეტი მნიშვნელობა – გაძლიერებული ბიზნესი, მდგრადი ეკონომიკა და პოლიტიკური სტაბილურობა. საქართველოს თანამედროვე ისტორიის ახალი ფურცელია! კანდიდატის სტატუსის მონიჭება ჩვენი ქვეყნის სისტემური განვითარებისა და პროგრესის აღიარებაა. ევროპის ბაზარზე საქართველოს მიმართ ნდობის მატება, ქართულ პროდუქტზე და ბიზნეს საქმიანობაზე მოთხოვნის გაზრდა – ჩვენი ქვეყნის რეალური პერსპექტივაა. ევროინტეგრაცია – ეს არის გზა, რომელიც […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, ყველა მხარისთვის ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია, რაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის […]

La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ოფიციალური პრეზენტაცია იტალიელ სტუმრებთან ერთად, 31 იანვარს „რესპუბლიკაში” გაიმართება

როგორც 2 თვის წინ გახდა ცნობილი, SMH Sports-ი, ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა. 31 ინვარს, “რესპუბლიკაში” მსოფლიოს უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტის და ბიზნეს […]