მის ამერიკა 2024 აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერი, მედისონ მარში გახდა

მის ამერიკა 2024 კოლორადოელი მედისონ მარში გახდა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების მოქმედი ოფიცერია. მედისონ მარშის თქმით, ის კონკურსისთვის ფიზიკურად მოსამზადებლად სამხედრო ვარჯიშებს იყენებდა. 22 წლის მედისონ მარში აშშ-ს საჰაერო ძალების ლეიტენანტია. მან ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში საჰაერო ძალების აკადემიაში მიიღო, ახლა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკას სწავლობს. მისი თქმით, მან სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება ქალი სამხედროების […]

როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსის გავრცელების პიკს? – ქვეყანაში 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს. ამ ეტაპზე, საქართველოში 15 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი – H1N1-ია. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ადგილების დეფიციტი არ არის. ექიმები ვირუსის […]

ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ხელბურთელები ბოლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე დასახელდა. ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად […]

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა საფრანგეთთან შეხვედრა ანგარიშით 6:12 დათმო და კონტინენტის პირველობა მეათე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობდა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები 16 იანვარს ხორვატიასა და ესპანეთს შორის გამოვლინდება.

შალვა პაპუაშვილი – რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა. „რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, […]

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში და არჩევნებში, რაც საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. „საქართველოში სახელმწიფო და […]

შალვა პაპუაშვილი – მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან – ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია

მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პაპუაშვილის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. „რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან […]

ირაკლი ქარქაშაძე – 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო – 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება და საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში არსებული აეროპორტებიდან ერთადერთია, რომლისთვისაც 2023 წელი მგზავრთნაკადის კუთხით, რეკორდული აღმოჩნდა. მათივე ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა და მგზავრთნაკადი გააორმაგა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის […]

თბილისში დაკარგულ კაცს ეძებენ

თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის სახლიდან გუშინ, 15 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე გავიდა ძაღლთან ერთად. სამძებრო საქმეებში ჩართულია პოლიციაც. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ის კამერებმა დიღმის მასივში, ლიუბლიანას ქუჩაზე დააფიქსირეს. კადრში ჩანს, რომ მას აღარ აცვია ქურთუკი და ქუჩაში მოკლემკლავიანი მაისურით გადაადგილდება. გავაშელის ცოლი სოციალურ […]

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა | დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი

თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინისკენ მიდიოდა, გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. დაწყებულია გამოძიება.