„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„თეგეტა მოტორსი“ ფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“ წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით. „თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში – 400 ტონა, გასული […]

ბალდის კანიონის ეკოტურისტული პოტენციალი – დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და გათვალისწინება. შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ჩვენ […]

ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან, რამდენიმე აფეთქება მოხდა

ერაყის ქალაქ ერბილში, ამერიკის საკონსულოსთან, რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულია ექვსი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების უგულებელყოფას შეეხება.

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება – რიში სუნაკი

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა „ბოროტ აქტორებსაც“ წაახალისებს. “მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ […]

დაიკარგა 2 ამერიკელი სპეცრაზმელი, რომლებსაც ირანული რაკეტების გადატანა უნდა აღეკვეთათ

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი ამერიკელი სპეცრაზმელი წითელ ზღვაში, სომალის სანაპიროსთანაა დაკარგული. სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან საზღვაო ვერტმფრენები, დრონები და ხომალდები. როგორც ცნობილია, სპეცრაზმელები 11 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც ცდილობდნენ შეეჩერებინათ უდროშო ხომალდის გადაადგილება, რომლებსაც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან სავარაუდოდ იემენში ან სომალიში მიჰქონდა. სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა და მეორე სპეცრაზმელი […]

გასულ წელს საქართველოში 360 Porsche გაიყიდა – “პორშე ცენტრი თბილისი”

2023 წელს “პორშე ცენტრ თბილისმა” 360 ერთეული Porsche გაყიდა და წელს ამ მაჩვენებლის 20%-ით გაუმჯობესებას გეგმავს – ამის შესახებ BMGAuto-ს ეთერში ცენტრის დირექტორი, პეტრე წაქაძე საუბრობს. “2023 წელი “პორშეს” 360 ახალი ავტომობილის გაყიდვით დავხურეთ, თუმცა წელს კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავთ და გაყიდვებში გარკვეულ წილს ავტომობილების ლიზინგიც დაიკავებს. ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წელს, რაოდენობის კუთხით, 20%-ით უნდა […]

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“-„გოცირიძის მეღვინეობა“

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“,-ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობა „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თუ ქართული ღვინის დამზადება ყველა საჭირო სტანდარტით მოხდება და ასევე სწორი მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება, ის მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს გაუწევს კონკურენციას. გოცირიძის განმარტებით, ქართული ღვინო შეიძლება მოცულობით ფრანგული ან იტალიური ღვინოს კონკურენციას ვერ […]

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წერილებში განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების – შპს „ერ ტე დე“-სა და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წერილებში განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე. დოკუმენტში ასევე წერია, რომ […]

საბა ბუაძე – გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა – „ლელო“ მოითხოვს, მათზე შეზღუდვები დაწესდეს

ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბუაძის თქმით, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მთელი 2023 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე […]

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა […]