თსუ-ს რექტორი მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს ჩვენი გამორჩეული მეცნიერი, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი და ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია – მას 98 წელი შეუსრულდა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიას მისალოც წერილში. სამუშიას თქმით, მზექალა შანიძის როლი მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის კვლევის საქმეში. „ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და აქტიურ […]

საფრანგეთი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე – ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას

საფრანგეთი ირანს ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს. „ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას და თავდასხმას მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების მტკიცებით, ირანის ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, უნდა შეწყდეს. ერაყის ქალაქ ერბილში განხორციელებული თავდასხმა გაერომაც დაგმო. “მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას […]

რუსეთში დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ქალის კვერცხუჯრედები შემოჰქონდა

ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა. ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია. დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 10 […]

“-15℃ ყინვაში ყოფნა მარტივი არაა“ – რას ჰყვება მგზავრი გუდაურში გაჩერებული საბაგიროდან

გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გამოირთო და ადამიანებს, რომლებიც იმ დროს გონდოლაზე იმყოფებოდნენ, ძლიერ ყინვასა და ქარში გარკვეული პერიოდის გატარება მოუწიათ. მოგვიანებით, ისინი მაშველებმა მიწაზე თოკებით ჩამოიყვანეს. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. გაჩერებულ საბაგიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა გუგა სიხარულიძეც, რომელიც ნეტგაზეთთან მომხდარს იხსენებს. „შაბათს, გუდაურში ვსრიალებდით მეგობრები ერთ-ერთ ბილიკზე – ტატრაზე. დაახლოებით, 12:00 ან 13:00 […]

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსის ფორუმს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – […]

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია […]

ჩერგოლეიშვილი: გამორჩეულად გამბედავი ამომრჩეველი გვჭირდება, ვისაც ცოტად ყოფნა არ აშინებს

დღეს, ევროპული საქართველოსთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამომრჩევლის ხასიათია. 2024 წელს ჩვენი სამიზნე გონიერი, მაგრამ ამავდროულად თავდაჯერებული ადამიანები არიან – ისინი, ვისთვისაც ღირსება, სიმართლე, გონიერება და პატიოსნება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმრავლე. ეს ავტომატურად ამცირებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას, იმიტომ, რომ ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა (არა მხოლოდ პოსტ-ტოტალიტარულ საქართველოში, არამედ ყველგან – ევოლუციურად ასეა) კონფორმისტია და გადაწყვეტილების მიღებისას […]

„Taste of Georgia“ – გასტრო კონგრესი Madrid Fusión ქართველი შეფმზარეულის შესახებ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión-ის Facebook გვერდი ქართველი შეფმზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე ცნობილი გახადა“,- აღნიშნულია პოსტში. […]

ხობში, ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ხობში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მანქანას, რომელიც სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდო მიზეზი გაზი გახდა. მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზებაც დროულად შეძლო. მაგისტრალი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის | “ლელომ” რეესტრის მონაცემები გაასაჯაროვა

პარტია “ლელოს” წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 5 000-ზე მეტი ბინა გაიყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საიდანაც, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე. მათი ნაწილი რამდენიმე ქონებას ერთდროულად ყიდულობდა, რადგან დადებული გარიგებების ოდენობა 5000-მდე ლოტს აღწევს. “ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის […]