თბილისში დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს

თბილისში, დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს. როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის თავს კარგად გრძნობს. დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ.

თბილისში დაკარგული კაცი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ნაპოვნია დათი გავაშელი, ის დიღმის ტერიტორიაზე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, კაცი ჯანმრთელი და უვნებელია. დაკარგული დათი გავაშელის ცოლი და მეგობრები ახალგაზრდა კაცს 15 იანვრის 17:00 საათის შემდეგ ეძებდნენ. ახლობლების თქმით, ის ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა კაცის პოვნამდე რამდენიმე ხნით ადრე, იპოვეს მისი ძაღლი.

პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს – მესმის, უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს ოპოზიცია ეკლესიაზე შეტევას ცდილობს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნება“ რელიგიურ თემატიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ფარისევლობა და მკრეხელობაა. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები […]

17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, გზებზე კი ლიპყინული. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

,,ვიპოვეთ ხალხო!” – თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ: ,,ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა აი სულ ყველას !!!“

სტოკჰოლმმა განაცხადა, რომ ირანში დააპატიმრეს შვედეთის მოქალაქე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში დააპატიმრეს შვედეთის მოქალაქე. ეს შვედეთის მესამე მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფება პატიმრობაში. სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედი 20 წელს არის გადაცილებული და ის იანვრის პირველი რიცხვებიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. სხვა დეტალები სამინისტროს არ უხსენებია. 2022 წლის აპრილში ირანში დააპატიმრეს ევროკავშირის შვედი თანამშრომელი იოჰან ფლოდერუსი, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი. ევროკავშირი უარყოფს […]

სომხეთში ადასტურებენ რუსული შეიარაღების ნაწილის მიღებას

რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა განუცხადა. მისი სიტყვებით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ცოტა ხნის წინ მიიღეს. ის სომხეთს მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე გადაეცა. მელქონიანმა არ დააზუსტა, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. მანამდე სომხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების […]

კობახიძე: ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. ის აქვე აღნიშნავს იმას, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც, საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. “პირველ რიგში, პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ მხარს […]

THE BEAR, SUCCESSION, BEEF – 2024 წლის EMMY-ს გამარჯვებულები ცნობილია

ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია Emmy-ს რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორები HBO-ს Succession და FX-ის The Beaf გახდნენ, თითოეულმა 6 ჯილდო მოიპოვა. 5 ჯილდოთი მეორე ადგილზე გავიდა Netflix-ის Beef. 2024 წლის სატელევიზიო პრემია ემის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან: საუკეთესო კომედიური სერიალი The Bear საუკეთესო დრამატული სერიალი Succession საუკეთესო მინისერიალი Beef საუკეთესო რეალითი-შოუ RuPaul’s Drag Race საუკეთესო […]

ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტზე – ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან

ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს მმართველი პარტიის დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ეროვნული სახალხო […]