მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება. მისი განმარტებით, ახლა კონფლიქტისა და პოლარიზაციის დრო არ არის, საჭიროა ნდობის აღდგენა, ეს კი სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. “გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, […]
მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა – ანალენა ბერბოკი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, ამ ომს გავლენას აქვს უკრაინასთან მიმართებაშიც, ამასთან, სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის. “ახლა ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, […]
საქართველოში COVID-ვაქცინა აღარაა

საქართველოში დღეს არ არის კოვიდის ვაქცინის არცერთი დოზა. არსებული ინფორმაციით, ვაქცინებს (Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი) ვადა გაუვიდა და ჩამოწერეს. “ვაქცინების საჭიროება არის, რა თქმა უნდა. მე რატომ მეკითხებით, რატომ არ არის?! ეს უნდა ჰკითხოთ სამინისტროს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს… ვაქცინის საჭიროებას ვხედავ, მით უფრო, მატებაა ახლა მთელ მსოფლიოში”, – უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და […]
გაეროს გენერალური მდივანი კვლავ მოითხოვს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოითხოვს “ცეცხლის დაუყოვნებელ ჰუმანიტარულ შეწყვეტას”, რათა რეგიონში ჩააღწიოს დახმარებამ. ისრაელის განცხადებით, ღაზაში მის მიერ წარმოებული ომის “ინტენსიური” ფაზა მალე დასრულდება სექტორის სამხრეთში. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ამ შინაარსის განცხადებით 15 იანვარს გამოვიდა პრესკონფერენციაზე და ამავე დროს თქვა, რომ მსგავსი ფაზა უკვე მიღწეულია ღაზის ჩრდილოეთში. გალანტის განცხადებას წინ უძღოდა […]
ანგარიში: პუტინის ქალიშვილმა სამედიცინო კომპანიაში 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა ბოლო სამი წლის განმავლობაში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უფროსმა ქალიშვილმა მარია ვორონცოვამ 944 მილიონი რუბლი (10,7 მილიონი ამერიკული დოლარი) გამოიმუშავა 2019 წლიდან 2022 წლამდე, როგორც New Medical Company-ის (NOMEKO) თანამშრომელმა – იუწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდი 15 იანვარს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში. ნავალნის გუნდის თანახმად, ვორონცოვამ – რომელიც განათლებით ენდოკრინოლოგია – NOMEKO-ში მუშაობა 2019 წელს დაიწყო, როგორც თანადამფუძნებელმა და […]
17 იანვარს დასავლეთ საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში ცივი ამინდი და თოვლია მოსალოდნელი. „17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„მილენიუმ ბილდერს გრუპი“ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტას არ ეთანხმება – რა განმარტებებს აკეთებს კომპანია

„მილენიუმ ბილდერს გრუპი“ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტას არ ეთანხმება – რა განმარტებებს აკეთებს კომპანია კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია. როგორც კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. […]
თავდასხმა დამოუკიდებელ ყირგიზულ მედიებზე, ძალოვნებმა სახლები გაჩხრიკეს, არიან დაკავებულები

როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზეთის ოფისი წერს, ბიშკეკში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ დამოუკიდებელ მედიებზე მასიური თავდასხმა მოხდა. 15 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები გამოცემა 24.kg-ს რედაქციაში შეიჭრნენ. ძალოვნებს ნიღბები ეკეთათ და ჟურნალისტებს ადგილზე გადაღება აუკრძალეს. სამართალდამცავებმა რედაქციიდან ამოიღეს ტექნიკა. ასევე დაკითხვაზე წაიყვანეს დირექტორი ასელ ოტორბაევა და მთავარი რედაქტორი მახინურ ნიაზოვა. ოტორბაევა რედაქციის გარეთ შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებზე […]
დეზინფორმაციის შესახებ ევროკომისიის პირველი ნაბიჯის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები – კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

2023 წლის 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები. ახალ 9 ნაბიჯს შორის პირველი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლას […]