ალიევი განმარტავს, რატომ დააჩქარა საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლით ადრე

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ სატელევიზიო მედიასთან საუბარში სამი მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილის ნაცვლად 2024 წლის თებერვალს. 2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის თებერვალში დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა. იმაში, რომ ილჰამ ალიევი მეხუთედ დაიკავებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის […]
ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი სამართალდამცავებმა ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Err. მოროზოვი სამი იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – გამოძიების განცხადებით, თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში, მას მიმალვა ან დანაშაულების ჩადენის გაგრძელება შეეძლო. საქმის დეტალებზე სამართალდამცავი უწყებები არ საუბრობენ. ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს [რუსეთის] სადაზვერვო ინტერესები […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრს, ლუკ ფრიდენს შევხვდი და ლუქსემბურგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, მათ შორის უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილების მიღების გამო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ლუქსემბურგი მიიწვია, რათა გლობალური „მშვიდობის სამიტის“ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: მუხათწყაროში, თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 14:35-დან 19:00 საათამდე […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური […]
საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით

2023 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება. საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის პირველ ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც 1.27 მილიონ მგზავრს მოემსახურა – ეს 2022 წელთან შედარებით 682 ათასი მგზავრით, ანუ 116%-ით მეტია. ავიაკომპანიებს შორის ზრდით გამორჩეული იყო “ჯორჯიან ეარვეისი”, რომელმაც რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის გამო, […]
ლოგისტიკა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი ხდება(რ)

2023 წელს ლოგისტიკური სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დადგა. მსოფლიო ბანკის მხრიდან წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 2030 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გასამმაგება და მისი მოცულობა 11 მილიონ ტონას მიაღწევს. საქართველოსთვის გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მისი სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს, თუმცა მნიშვნელოვანია დაჩქარებული მოქმედებები, როგორც ბიზნესის მხრიდან ასევე საჯარო სექტორისგან. ლოგისტიკური საქმიანობის შეფასებას უფრო ვრცლად kairos […]
საკანდელიძე-ქორქიას მე-19 მემორიალი ოლიმპიურ სასახლეში 4 მატჩით გაიხსნა

ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. რიგით მე-19 გათამაშებაში ბათუმის გარდა სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფში თავი თსუ-მ, გორის ივერიონმა, რუსთავმა და რაშმა მოიყარეს, B ჯგუფი გურჯაანის დელტამ, ორბმა და კავკასიამ შეადგინეს , ხოლო C ჯგუფი ქუთაისმა, გაუ-მ და მარგვეთმა შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული […]
საქართველოს, როგორც შუა დერეფანსა და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით – ნინო წილოსანი

ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. ნინო წილოსანმა ჩინეთის […]