პრივატიზაციის შეცვლილი და გასაიდუმლოებული პირობები ჩხარტიშვილის ოფშორული კომპანიისთვის | ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა და დეტალებს არ ასაჯაროებს. სააგენტოს ცნობით, სასტუმრო “სიღნაღში”-სთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების ერთი წლით – 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებას შეეხება, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა კი დასკვნით ეტაპზეა. “გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალო – […]

პეტერბურგში საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით პენსიონერი დააპატიმრეს

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ დააპატიმრა 67 წლის დაღესტნელი კაცი, სისხლის სამართლის საქმით, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობას – ამ ცნობას ავრცელებს ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და “შეატყობინა თავის გეგმაზე უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის […]

ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატმრეს ტარტუს უნივერსიტეტში მომუშავე რუსი პროფესორი

ესტონეთის მედიის მიერ 16 იანვარს გავრცელებული ცნობით, ქვეყნის პოლიციამ მიმდინარე თვეში დააპატიმრა ვიჩესლავ მოროზოვი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად. მედიასაშუალებები ეყრდნობიან ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის სიტყვებს, რომ მოროზოვის საქმეს წინ უწრდებდა “ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის […]

ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ “ქრონიკაში” განაცხადა. სამხარაძის […]

დოლიძე: ვგეგმავთ დამოუკიდებელ თამაშს – დიალოგი გვაქვს გვარამიასთან და დეკანოიძესთან

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უფრო კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ პირებთან, ვიდრე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ პოლიტიკურ პარტნიორობას ბევრ პოლიტიკურ ძალასთან […] თუმცა, ამ ეტაპზე გვაქვს გახსნილი დიალოგი ნიკა გვარამიასთან, ხატია დეკანოიძესთან […] თავიდანვე ვთქვით, რომ შერწყმას პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვგეგმავთ. ვგეგმავთ დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თამაშს, დამოუკიდებელი ხაზის წარმოებას, ასე რომ, სხვა […]

2023 წელს თბილისში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქემ შეიძინა

2023 წელს თბილისში რუსეთის 2 014 მოქალაქემ 2 378 უძრავი ქონება შეიძინა, ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე ავრცელებს და მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს. საბა ბუაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა […]

ბრიტანეთის პრემიერი, რუანდის კანონპროექტთან დაკავშირებით პარტიული პრობლემის წინაშე დგას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საკუთარი პარტიის მემარჯვენე ფრთის ამბოხის წინაშეა, იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის დაჩქარებას ითვალისწინებს. შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრისთვის კრიტიკულ გამოცდას წარმოადგენს. კონსერვატიული პარტიის ორმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არიან სუნაკის საწინააღმდეგო ამბოხს შეუერთდნენ და სამშაბათს და ოთხშაბათს საპარლამენტო კენჭისყრის წინ, ხმა კანონის გამკაცრებას მისცენ. სუნაკის პარტია ღრმად არის […]

ზელენსკი და ბლინკენი, დავოსში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამშაბათს, დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან განიხილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზელენსკიმ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით გაავრცელა. მან ბლინკენს და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს […]

ისრაელმა “ჰეზბოლას” სამიზნეებზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა. ამას ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული წყაროები უდასტურებენ და თავად ისრაელიც იშვიათი გამონაკლლისის სახით, აღიარებს, რომ საზღვარზე სპეციალურმა დანაყოფებმა ოპერაცია ჩაატარეს. ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს უთხრა, რომ სულუკის ველზე სულ მცირე 16 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, და ეს “ერთი […]

დესანტისის ნომინაციისკენ მიმავალი გზა საფრთხეშია

რონ დესანტისის გამარჯვების პერსპექტივა რესპუბლიკელების პრაიმერის არჩევნებში, რომელიც რესპუბლიკელების შიდა-პარტიული კენჭისყრაა საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად, საფრთხეშია. მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 15 იანვარს, მან აიოვაში მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მიაღწია, მის კამპანიას, სავარაუდოდ, დაფინანსების პრობლემები შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი კამპანიის დროისა და რესურსების დიდი ნაწილი აიოვას შიდა-პარტიული არჩევნების პირველ რაუნდში ჩადო, დესანტისი თითქმის 30 ქულით ჩამორჩა ყოფილ […]