კულებას თქმით, სურდა ლავროვისთვის „ცხვირში დაერტყა“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ეტაპზე გამართული მოლაპარაკებების დროს, იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, სერგეი ლავროვისთვის „ცხვირში დარტყმა“ სურდა. კულებამ, ამის შესახებ, უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალური ინტერვიუს დროს ისაუბრა, რომელიც მის ჰობებს და ცხოვრების სტილს შეეხებოდა. ბლიც ინტერვიუს დროს, ბლოგერმა მას შეკითხვა, მისთვის ყველაზე მძიმე მოლაპარაკებების […]
ვლადიმერ პუტინი – თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ მომავალშიც გაგრძელდა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ქვეშ დადგება. “თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის, რასაც ახლა აქვს ადგილი, და ახლა ეს სრულიად აშკარაა, არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია, თუ ასე გაგრძელდება, მაშინ უკრაინულ სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან […]
წერეთლის გამზირზე გაგრძელდება სამუშაოები, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა ჩვეულებრივ აღდგება – გიორგი აბუთიძე

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი აბუთიძის განცხადებით, კომპანიებმა, რომლებმაც ვალდებულება აიღეს წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციაზე, ვერ დაგეგმეს სამუშაოები ისე, რომ პროექტი ვადაში დასრულებულიყო. გიორგი აბუთიძე განმარტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაფიქსირდა დარღვევები, რის გამოც კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრის კვლევის შედეგად, უახლოეს პერიოდში გამოვლინდებიან კომპანიები, რომლებიც გააგრძელებენ წერეთლის გამზირზე სამუშაოებს. […]
მთავრობამ ჩხარტიშვილის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულება გადაუვადა – ქონების სააგენტო

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, როგორც სააგენტო აცხადებს, ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულების ვადა 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდა. „აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე […]
კონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში – ოსიმენი ჭირვეულობს?

აფრიკის თასის პირველ ტურში ნიგერიამ მოულოდნელად ვერ შეძლო ეკვატორული გვინეის დამარცხება და ფრეს (1:1) დასჯერდა. ამ მატჩში გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა. areanapoli-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ მუსა გუსაუმ მოთამაშეები ინდეფერენტულობაში დაადანაშაულა და გამოლანძღა. A ჯგუფში, 18 იანვარს ნიგერია მეორე ტურში კოტ-დ’იუვარს შეხვდება, რომელმაც […]
კაია კალასის თქმით, ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს

ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. “კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება ისწავლოს ესტონურ ენაზე… ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი”, – თქვა კალასმა. გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობა აპირებს “ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე” გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსულენოვანი სკოლების მხარდასაჭერად თანხებს აღარ […]
საბა ბუაძე – როცა ორი კომპანია ახორციელებს რეაბილიტაციას, ორივე შენი შერჩეულია და ორივესთან გიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა, პრობლემა კომპანიაშია თუ შენში? – წერეთლის გამზირი არ არის პირველი პროექტი, რომელზეც პრობლემები შეიქმნა, ფულს რაში ვიხდით?

ორი კომპანია რომ ახორციელებს რეაბილიტაციას, როცა ორივე შენი შერჩეულია, ორივე საქმეს ცუდად გააკეთებს და ორივესთან გიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა, პრობლემა კომპანიაშია თუ შენში?, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მერია […]
ნიკოლოზ სამხარაძე – პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ამავდროულად ვაპირებთ, გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან – ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის […]
აკადემიკოსი დავით გურგენიძე – ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე

ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის […]
ბოკერია: ჩინეთი დასავლეთთან ინტეგრაციის ალტერნატივა ვერ იქნება

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ჩინეთში დელეგაციის გაგზავნას გამოეხმაურა. ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ამოცანებს არ შეესაბამება. “ცალკე აღებული ჩინეთში ვიზიტის პრობლემა მდგომარეობს არა ჩინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტებში, არამედ იმაში, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებით ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ამოცანებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვას გვაშორებს. იგულისხმება აქტიურობა […]