გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
„12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: მუხათწყაროში, თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 14:35-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ანანური, ციხისძირი, ფიტავი, თანდილაანთკარი, ცივწყარო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება