U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს “დოქსა კატოკოპიის” სტადიონზე ადგილობრივი თანატოლების 17-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება 32-ე წუთზე ნიკოლოზ ელისაშვილის პასით ნიკოლოზ ჩიქოვანმა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდი კვიპროსთან მეორე ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს გამართავს. U17 | შემადგენლობა მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის […]
7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით

საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი, დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემირო) ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს, რითაც თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა პლეი-ოფში მოვლენები ჩვენ საწინააღმდეგოდ განვითარდა. პირველი მატჩი ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე პირველ ტაიმში ორი ლელოთი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, მე-10 […]
დაუშვილი წითლიძეს: გამოგიყენეთ, რომ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძესა და გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრს, მიხეილ დაუშვილს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაუშვილმა თქვა, რომ მისმა პარტიამ ენმ “გამოიყენა”. მიხეილ დაუშვილი: ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. შეიძლება, მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს. ანა წითლიძე: ბატონოო! ძალიან არასერიოზული ხალხი ხართ. მგონი, დასცინი საქართველოს მოქალაქეებს. აი, […]
17 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – სია

კომპანია თელასის ინფორმაციით, 17 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), დაბა შინდისის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის და რესპუბლიკის მოედნის მოსახლეობას. გადაუდებელი […]
პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება – შსს

პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არცელებს. უწყების განცხადებით, მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს 2023 წლის 13 დეკემბერს წარედგინა. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით: 2006 წლის შემდეგ, […]
ჩინეთის ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს

ჩინეთის სახელმწიფო ბანკებმა რუს კლიენტებს შეზღუდვები დაუწესეს, ეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთისთვის დამხმარე ორგანიზაციებისთვის მეორადი სანქციების დაწესება დააანონსა. Bloomberg-ი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მინიმუმ ორმა ბანკმა დაიწყო თავისი რუსული ბიზნესის შემოწმება, კონკრეტულად ყურადღების დიდი ნაწილი ტრანსასაზღვრო შეთანხმებებს დაეთმო. ჩინური ბანკები შეწყვეტენ კავშირს სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან. ისინი ასევე დაასრულებენ რაიმე ფინანსურ მომსახურებას რუსეთის სამხედრო სექტორისთვის, […]
უამინდობის გამო, შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანია უკრაინას გაუწევს კიდევ 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მათი სატელეფონო საუბარი 16 იანვარს გაიმართა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯერ […]
გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის გააორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს […]
“ქართული ღვინის განვითარებისთვის, რუსული ბაზრებისგან დისტანცირებაა საჭირო” -„გოცირიძის მეღვინეობა“

ქართული ღვინის განვითარებისთვის და შესაბამისი სტატუსის დასამკვიდრებლად საჭიროა რუსული ბაზრებისგან დისტანცირება და დასავლურ ბაზრებისკენ ორიენტაცია. ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობის „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა. ბიომეღვინეობა ბაზარზე „გოცირიძის მეღვინეობის“ ბრენდის ქვეშ ორი წელია ოპერირებს და 4 სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია რქაწითელი, საფერავი, ვარდისფერი საფერავი და ასევე, ფრანგული ჯიშის ღვინო, კაბერნე სოვინიონი. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკიდურესად […]