კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, მნიშვნელოვანია, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე იანვრის ბოლოს აღდგეს […] სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. თქვა დედაქალაქის მერმა, კახა […]
თინა ხიდაშელი – კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია

მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები მონაწილეობენ, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან, რიჩარდ ნეფიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსანს ის […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ შალვა პაპუაშვილს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ პარლამენტში იმყოფება. რიჩარდ ნეფიუ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრება აშშ- ის ელჩი რობინ დანიგანი. გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა, რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ასევე, შეხვდება […]
ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმი ორი დღის განმავლობაში თავს მოუყრის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ცენტრალური ბანკების მმართველებსა და პოლიტიკოსებს 45-ზე მეტი ქვეყნიდან. მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა შეხვედრა გამართეს […]
თბილისის მერია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია მთლიანად იქნება მოწესრიგებული და განახლებული, რისთვისაც დაახლოებით 4 მლნ დაიხარჯება. „თბილისის მერიის გარემოსდაცვითი საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობი 2 ჰა არის, დღეს არის მძიმე მდგომარეობაში. […]
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ნაპირზე, ბალატას ბანაკთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შედეგად, ბანაკის ტერორისტული ინფრასტრუქტურის ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა. ბალატას ბანაკში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი იდენტიფიცირებულია, როგორც აბდალა აბუ შალალი, რომელიც ისრაელში განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე […]
კალაძე ბიზნესს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტები უფრო სოციალურია, ვიდრე მოგებაზე გათვლილი. „რაც შეეხება ავარიული პროექტების ჩანაცვლება-განახლების პროექტს. სამწუხაროდ, ასეთი სახლი ბევრია, დაწყებული გვაქვს მათი განახლება/ჩანაცვლება. ამჯერად სამგორის რაიონს ეხება საკითხი. მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერულ […]
პაკისტანი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო თავდასხმას 2 ბავშვი ემსხვერპლა

პაკისტანი აცხადებს, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ თქვა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო დაჯგუფება ჯაიშ ალ ადლის ორ ბაზაზე. ირანი აცხადებს, რომ დარტყმა მიაყენა სუნიტ ბოევიკებს. ისლამაბადმა თქვა, რომ ინციდენტს შეიძლება მოჰყვეს “სერიოზული შედეგები” და “სრულიად მიუღებელი” იყო პაკისტანის საგარეო უწყების სპიკერის […]
ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. შესყიდვების სამსახურის უფროსმა ჯონი ქასრაშვილმა მეუღლეზე ნასვამ მდგომარეობაში იძალადა. ქალმა დახმარებისთვის სასწრაფოს მიმართა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველებიც და ტყიბულელი მაღალჩინოსანი დააკავეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ქასრაშვილი ამჟამად ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, ქალთა […]
ცესკო-მ დაამტკიცა გეგმა, სადაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არაფერი წერია | “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა”

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ემიგრანტების სრულ იგნორირებას ახდენს, – ამის შესახებ განცხადებას პარტიები “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ავრცელებენ. მათი განცხადებით, ცესკომ დაამტკიცა 2024 წლის საარჩევნო გეგმა, სადაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა ნახსენებიც არ არის. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიამ ემიგრანტების თემა ბიუჯეტშიც კი არ გაითვალისწინა. “ცესკო ემიგრანტების სრულ იგნორირებას ახდენს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამტკიცა 2024 წლის […]