ავტობუსის გაჩერების ტაბლოების შესაძენად 1.6 მილიონიანი ტენდერი ცხადდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შესაძენად ტენდერს აცხადებს. უწყება 250 ცალი ტაბლოს შეძენას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 625 000 ლარია. წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. როგორც ტექნიკურ მოთხოვნებშია აღნიშნული ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გამოტანა სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა ზომის შრიფტით, ასევე ტაბლოს უნდა ჰქონდეს ვიდეოს ჩვენების საშუალება […]
ფარულავა: კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა წერეთლის გამზირი, უნდა დაიწყოს გამოძიება

ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძეს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, თბილისის მერი კახა კალაძე ხელშეკრულებებს იმ კომპანიებთან დებს, რომლებიც შემდეგ ქართული ოცნების შემომწირველები არიან. “კახი კალაძე გახდა თბილისის კოშმარი. ვინაიდან, თბილისს ჰყავს თაღლითი, კორუმპირებული მერი, კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. […]
საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების პრობლემის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ” საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 – მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. შესწავლილ იქნა არსებული […]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის მიმდებარედ აქცია-პერფორმანსი გამართეს

წერეთლის გამზირის მიმდებარედ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “კორუფციით ატალახებული თბილისი”, “კალაძის კორუფციით ატალახებული თბილისი”. აქციის მონაწილეების თქმით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა. კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა მთელი დიდუბე და წერეთლის […]
კატარი და საფრანგეთი ღაზაში მედიკამენტების ერთობლივ მიწოდებაზე შეთანხმდნენ

კატარის და საფრანგეთის წარმომადგენლები ღაზის სექტორში მედიკამენტების და ჰუმანიტარული დახმარების ერთობლივად მიწოდებაზე შეთანხმდნენ. კატარმა და საფრანგეთმა დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ასევე ისრაელთან და ჰამასთან მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, გადაუდებელი და აუცილებელი წამლები მიეწოდებათ ჰამასის ტყვეობაში მყოფ 45 ისრაელელ მძევალს და ასევე, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემათ ღაზის სექტორში მყოფ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას. როგორც ცნობილია, […]
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ბორის ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს. ნადეჟდინმა 16 იანვარს, ღამით, ტელეგრამ-არხით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და აცნობა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად შეუძლიათ ხელმოწერები თბილისშიც დატოვონ. მითითებულია კონკრეტული მისამართი – ბეთლემის ქუჩა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მრავლად იმყოფებიან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ბორის ნადეჟდინმა […]
მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე კონტრაქტები 4 კომპანიასთან გააფორმა – ღირებულება ₾17.5 მილიონია

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კონტრაქტორების გაზრდილი რაოდენობა შეირჩა იმიტომ, რომ მათ პროექტის რეაბილიტაცია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსით უნდა გააგრძელონ.
მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული – კახა კალაძე

თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც წერეთლის გამზირის სამუშაოებს დაასრულებს. აქამდე არსებულ კონტაქტორებს კი ხელშეკრულება შეუჩერდათ. კახა კალაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომპანიები ვადებში ვერ ჩაეტიენ, იყო პრობლემები აქამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებითაც. თუმცა თბილისის მერის განცხადებით, პროლემების მიუხედავად, წერეთლის გამზირზე სარეაბუილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და საავტომობილო მოძრაობაც აღდგება. “დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების […]
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესის Madrid Fusión-ის Facebook გვერდი ქართველი შეფმზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესის Madrid Fusión-ის Facebook გვერდი ქართველი შეფმზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს. „ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტიკურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე ცნობილი გახადა“. დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, […]
გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე, ტელევიზიებია, სხდომაა და არ ვიტყვი სიტყვას, სადაც იმყოფებით | კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ სამუშაოები, აღმშენებლობა და განვითარება “ერთგავრ დანაშაულად უნდათ აქციონ”. კალაძემ თქვა, რომ “ხალისობდა” გუშინდელ “ისტერიკაზე” და რომ არ იტყვის სიტყვას, სადაც მისი აზრით, “ე.წ. პოლიტიკოსები” არიან. “ვინ არიან ესენი, ვინ ხმაურებს ყველაზე მეტს, ეს არის […]