უკრაინა ცდილობს კონტროლის აღდგენას საჰაერო სივრცეზე

მიმდინარე წელს უკრაინის პრიორიტეტი იქნება კონტროლის აღდგენა საჰაერო სივრცეზე – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს ძლიერ საჰაერო შეტევებს თავის მეზობელ ქვეყანაზე. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მოუწოდა უკრაინას მიაწოდონ მაღალი ტექნოლოგიის იარაღი, მათ შორის გრძელი რადიუსის რაკეტები და F-16-ის ტიპის საბრძოლო […]

დარჩიაშვილი დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ “კეთილმეზობლურ ურთიერთობებს”, ამასთან, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და […]

“ეს იმდენად სერიოზულია დარღვევაა, რომ გამამართლებელი განაჩენის საფუძველია” – ანა დოლიძე ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან […]

ჩინეთის მოსახლეობა 2023 წელს 2 მლნ-ით შემცირდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთის მოსახლეობა 1 მილიარდ 409 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 2,08 მილიონით ნაკლებია. ეს მაჩვენებლები არ მოიცავს ჰონკონგის, მაკაოს, ტაივანის მოსახლეობას, ასევე ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

„ნატოს საბრძოლო გარდაქმნა სჭირდება“ – ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

ნატოს მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირმა, დასავლეთის საჯარო და კერძო აქტორებს მოუწოდა, მოემზადონ ეპოქისთვის, რომელშიც ნებისმიერ დროს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის – ომი. „ჩვენ გვჭირდება ნატოს საბრძოლო გარდაქმნა“, – თქვა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. ადმირალმა რობ ბაუერმა, ეს განცხადება ოთხშაბათს, ბრიუსელში, ალიანსის ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის გახსნისას გააკეთა. მისი თქმით, წარსულში, ნატოს წევრი […]

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის […]

ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის […]

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა” დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა […]

Shell-მა წითელი ზღვის გავლით ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობის გიგანტმა Shell-მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით, აშშ-ისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ იემენის „ჰუსიტებზე“ თავდასხმების შემდეგ, ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. კომპანიამ გასულ კვირას გადაწყვიტა შეაჩეროს მიწოდება გემის ეკიპაჟის უსაფრთხოების საფრთხისა და თავდასხმის შედეგად ტვირთის დაზიანების გამო. იმავე კვირას, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ […]