საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. […]
დავოსში ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის […]
ვატო სურგულაძე – როდესაც ადამიანი არ არის მართალი, შეურაცხყოფაზე და ბრაზზე გადადის – უკაცრავად, ბატონო კახი, თქვენ სად იყავით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ?

როდესაც ადამიანი არ არის მართალი, ის შეურაცხყოფაზე და ბრაზზე გადადის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძე აცხადებს, რომ „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“. როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, არ ახსენდება თბილისის მერიის […]
ინტერრელიგიურმა სათათბირომ სამების ტაძარში მომხდართან დაკავშირებით იმსჯელა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, „ხსნის არმიის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს […]
ლევან დავითაშვილი – დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს – გამოწვევების დაძლევა მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელს ჩინეთის დელეგაცია უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა გლობალური გამოწვევების დასაძლევად და მათ დაძლევაზე საუბარი ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი ტენდენციების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, დავოსის მსოფლიო […]
აშშ-მა „ჰუსიტები“ ტერორისტულ ერთეულად კვლავ აღიარა

აშშ-მა ხელახლა აღიარა „ჰუსიტები“ გლობალურ ტერორისტულ ერთეულად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ „ჰუსიტების“ SDGT-ის ერთეულად ხელახლა აღიარება წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიმდინარე აგრესიის შეჩერებისკენ არის მიმართული. “ეს თავდასხმები ტერორიზმისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ნათელი მაგალითია და დიდი საფრთხე სიცოცხლისთვის, გლობალური ვაჭრობისთვის, ისინი საფრთხეს უქმნიან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას”, – განაცხადა […]
ლევან დავითაშვილი – დავოსში შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროგრესზე, ეს საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის

ჩვენთვის შუა დერეფნის განვითარება და პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი – ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ზოგი მათგანი შუა დერეფანში იქნება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების კუთხით და ზოგადად ამ სფეროს უკეთესად გამოსაყენებლად, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დავოსის 54-ე […]
ექსპერიმენტებს არავის ვურჩევ, თუ ჩვენ დაგვიპყრობენ, შემდეგ იქნება რუსეთის ომი ნატოსთან | ზელენსკი დახმარებაზე

უკრაინის პრეზიდენტი არ ურჩევს დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ექსპერიმენტი ჩაატარონ უკრაინისთვის დახმარების გაჭიანურებაში – განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოხდება, თუ უკრაინა არ მიიღებს დაფინანსებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან და შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთთან ბრძოლა ამ დახმარების გარეშე. “სიმართლე რომ გითხრათ, არ ვურჩევდი ექსპერიმენტებს არავის. იმიტომ, […]
ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით 4 საათზე მოხდა. “ვივარაუდეთ, რომ დაღუპულია დაახლოებით 10 ადამიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მიზეზს და დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას.” – განუცხადა პოლიციის პოლკოვნიკმა პეერაპოი რავანგბარნმა CNN-ს. ამჟამად უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. პოლიციის განცხადებით ხანძარი […]
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. “შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის […]