ილია დარჩიაშვილი დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დავოსში შეხვდა ირანელ კოლეგას ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს”. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა […]

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის […]

13 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში ეძებდნენ, იპოვეს

13 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში ეძებდნენ, იპოვეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მოზარდი კლასელთან ოჯახში იმყოფებოდა, ახლა ის თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში იმყოფება. ბათუმში მოზარდს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც სკოლის შემდეგ, გაუჩინდა. ძიების სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში […]

პაკისტანი ამბობს, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ორი ბავშვი მოკლა

პაკისტანი ამტკიცებს, რომ მეზობელმა ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. იერიშს კი ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა ირანის სახელმწიფო მედიის განცხადება, რომლის თანახმადაც თეირანმა სამშაბათს შეიარაღებულ დაჯგუფება „ჯაიშ ალ ადლის“ ორ ბაზაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ოთხშაბათ დილით, პაკისტანის საგარეო საქმეთა უწყების პრეს-მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ისლამაბადი მომხდარს გმობს და ამბობს, რომ […]

2023 წელს კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები 1,5 მლნ-მდე ტურისტმა მოინახულა

თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ცენტრი, კაპადოკიის უნიკალური მიწისქვეშა ქალაქები 2023 წელს 1 მილიონ 495 ათას 210-მა ტურისტმა მოინახულა. გასულ წელს კაიმაკლის ყველაზე მეტი ტურისტი (559 ათას 527) ეწვია. კაიმაკლის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰარუნ ჩეკიჩის განცხადებით, მიწისქვეშა ქალაქებს კაპადოკიის ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს წარმოადგინოს რეგიონის მიწისქვეშა ქალაქები ტურისტულ ბაზრობებზე თურქეთში და მის […]

ახალი რეგულაციები – ვისთვის ხდება “პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის” ყოლა სავალდებულო?

მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც არაერთ დამატებით ვალდებულებას აწესებს იმ პირებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში. ასეთი ქვეყანაში მოქმედი არც თუ ცოტა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაა, შესაბამისად ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უმეტესობაზე ვრცელდება. კომპანიებს რამდენიმე თვე რჩებათ იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებამდე […]

ფრონტის ხაზზე მუშაობისას დაიჭრა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, Крим.Реалії-ს გადამღები ჯგუფი 17 იანვრის დილით უკრაინის სამხრეთში სატელევიზიო სიუჟეტის გადაღებისას საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, დაშავდა ჟურნალისტი დმიტრო ევჩინი. ჟურნალისტი დმიტრო ევჩინი და ოპერატორი ნიკიტა ისაიკო ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რობოტინოსთან, სიუჟეტს იღებდნენ. ნაღმტყორცნიდან სროლის შედეგად დმიტრო ევჩინი ფეხში დაიჭრა. მას პირველადი დახმარება ოპერატორმა და უკრაინელმა სამხედროებმა აღმოუჩინეს და […]

მატრონას ხატი შესასწორებლად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს

მატრონას ხატი შესასწორებლად სამების ტაძრის დაცულ სივრცეში გადაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი Facebook-ში ავრცელებს. „ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც […]

საქმე სერიოზულადაა – რას გადაწყვეტს “ნაპოლის” პრეზიდენტი?

კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს უმთავრდება, როგორც ჩანს, თანამშრომლობას არ გააგრძელებს და შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით “რეალში” გადაბარგდეს. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ამას წინათ ერთმა გულშემატკივარმა მიმართა, რომ სურს მბაპე მადრიდულ გუნდში იხილოს, რაზეც მან მოკლედ მიუგო – “მეც მინდა”. პსჟ თავის ლიდერთან დამშვიდობებისთვის მზადაა და აქედანვე იჭერს თადარიგს. Ilmattino Sportitalia-ზე […]