ანა ბუჩუკური – „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება – პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ – პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტებში გახარიას გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია აქვს. ბუჩუკური აცხადებს, რომ […]

კახა კალაძე – ხაზარაძის პიროვნება ამაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონეა – ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა

მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელიც დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საზოგადოებამ […]

19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. „21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, […]

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული არასრულწლოვნის დედისა და ბიძის პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვას და ბიძის ნატიკ მაგარამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის დები, იეგანა და სოილ სადიკოვები მისცემენ. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის […]

მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოგზაურებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. დღეიდან უკვე ფუნქციონირებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, თვის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, […]

ლაშა ფარულავა – კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა

კახა კალაძე არის დედაქალაქში კორუფციის, გულგრილობის, დაუდევრობის სიმბოლო და მისი მმართველობა ყველას კოშმარად გვექცა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ფარულავას განცხადებით, 4 ახალი კომპანია, რომელთანაც თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა, „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები. „კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა. ამას ჩვენი თანამოქალაქეები, თბილისელები აბსოლუტურად ყველგან […]

გურამ მაჭარაშვილი – გახარიამ აღიარა, რომ „გადამგდებია“

გახარია „გადამგდებია“ – „ნაცმოძრაობა“ გამოიყენეს, რომ მათ წევრებს საკრებულოებში თანამდებობები და სარგებელი მიეღო, მათ შორის მატერიალური, „ოცნება” იმისთვის გამოიყენეს, რომ ხალხს გაეცნო, რუსეთის გარდა გახარიას (არსად) არავინ იცნობდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, გახარია როცა „ქართულ ოცნებაში “იყო, ოპოზიციას ემუქრებოდა დასრულებით, ახლა კი “ოცნებაზე” საუბრობს იმავეს, თუმცა, […]

მედია – ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. „დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სარავანის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში კიდევ ორი მამაკაცი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა“, – განაცხადა სისტანი-ბელუჯისტანის ოსტანის გუბერნატორის მოადგილემ, ალირეზა მარჰამატიმ. პაკისტანის მიერ სისტანი-ბელუჯისტანში განხორციელებული შეტევების შემდეგ ირანის […]

ამერიკელებმა მორიგი იერიში მიიტანეს იემენში, ჰუთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე

ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს იემენში, მეამბოხე ჰუთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 17 იანვარს გაანადგურეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომლებიც წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს და ამერიკულ სამხედრო გემებს. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ისარგებლეს თავდაცვის უფლებითა და ვალდებულებით. სარდლობის თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილი […]

გახარია: ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის წევრებს “პატარა, მშიშარა ბიჭები” უწოდა და თქვა, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი უკვე ბევრგან “ჩაუშვეს”. “მე ხომ ზუსტად ვიცი, ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული. აი, დეტალებში აქვთ მოყოლილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის”. – თქვა გახარიამ. გიორგი […]