როგორი ამინდი იქნება 22 იანვრამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. […]
პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თავადვე უწოდებს “დაპყრობილს”

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს თავადვე უწოდა დაპყრობილი. მის პროპაგანდაში ამ ტერიტორიებს მუდამ “გათავისუფლებულს” უწოდებენ. პუტინმა ეს სიტყვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მუნიციპალიტეტების მეთაურებთან 16 იანვარს გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა. “რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს – ეს არის მცდელობა, უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელთა რეალიზაციაც ბოლო წელიწადნახევარში შევძელით. ეს შეუძლებელია. ყველს ესმის, რომ ეს შეუძლებელია: […]
მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ევროპისთვის 2024 წელი გარდამტეხი იქნება. ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ევროპის მომავალზე. “წარმოიდგინეთ, რომ ახლა 2030 წელია. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. წარმოიდგინეთ, რომ დეზინფორმაციამ და პოლარიზაციამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიას, გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა კი მილიონობით […]
საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის და ბიძის პროცესი იწყება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. სავარაუდოდ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ოჯახის წევრები. გუშინ სასამართლოს ჩვენება მოკლულის კლასელებმა და მეზობელმა მისცეს. დაკავებულებს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
საქართველო უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ არეალშია და ეს იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომ დავაკავშიროთ ევროპა და აზია, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ამ კავშირის ძლიერი ხიდია – ილია დარჩიაშვილი

ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მთავარი აქცენტი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაკეთდება. დისკუსიის თემაა, როგორ შეუძლიათ ეკონომიკებს მოიზიდონ საჯარო და კერძო კაპიტალი, რომელიც რეგიონის დაკავშირებადობის ახალ დღის წესრიგს რეალობად აქცევს. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გუშინ გამართულ კიდევ ერთ […]
უახლოეს დღეებში ტემპერატურა მოიმატებს – დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები +13, +18 გრადუსს ვარაუდობენ

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებას და თბილ ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. “სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]
რუსეთი არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მაკრონის თქმით, სასწორზე მთელი ევროპის ღირებულებები დევს, შესაბამისად, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს. მისივე თქმით, ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად. “პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ […]
“ბაზისბანკმა” თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა

ბაზისბანკმა, პროექტის “დააფინანსე შესაძლებლობა” ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა. ბაზისბანკის სტიპენდიატი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. „ბაზისბანკი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური […]
ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა | კალაძე

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმას აგრძელებს და ამბობს, რომ “საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი წარსული აქვს მას”. დედაქალაქის მერმა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გუშინდელ ვიდეოსა და განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერს სასამართლოში უჩივის. კალაძეს არ გაუცია პასუხი შეკითხვისთვის, აპირებს თუ არა მისვლას სასამართლოზე. „ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა […]
კვარაცხელია რაჰმანის წინააღმდეგ – “ნაპოლი” სახალისო ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]

“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გაავრცელა. თამაში, სახელწოდებით – “ვინ ვარ მე” შედგა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ამირ რაჰმანის დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, დღეს, 18 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, “ნაპოლი” “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.