ცაგარეიშვილი: ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენი საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებას წაადგება

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის თქმით, ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა საქართველოს საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. “აშშ-ს შემდეგ, სიმძლავრით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია. ამიტომ, ამგვარ, ასეთ ამბიციურ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა ჩვენი საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებას მხოლოდ წაადგება. ამაში ღრმად დარწმუნებული ვართ. […]

ჩერგოლეიშვილი ოპოზიციაზე: უმრავლესობას თავისი ფიგურის გარშემო ერთიანობა სურს და არა მიზნის

წლებია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას ჰპირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია. ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ. სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ. მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა. მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს მაგალითად გვარამიას – ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია […]

პაკისტანმა ირანში ბელუჯების სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანა

პაკისტანმა 18 იანვარს ირანის ტერიტორიაზე სეპარატისტი ბელუჯების სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. პაკისტანის პრემიერმინისტრმა ანსვარ ულ-ჰაქ კაკარმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოულოდნელად დატოვა და პაკისტანში დაბრუნდა. “რამდენიმე ტერორისტი მოკვდა ოპერაციისას, რომელიც დაზვერვის ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული” – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პაკისტანური მხარე ოპერაციას მოიხსენიებს, როგორც კოორდინირებულ და მაღალი […]

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისა და ცნობილი მსახიობის დაკავების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ძვირადღირებული საათის შეტანა გახდა. არსებული ინფორმაციით, შვარცნეგერი აღნიშნული საათის აუქციონზე გატანას გეგმავდა. თუმცა, მიუნხენის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა საათს დეკლარირება არ გაუკეთა და არც შესაბამისი საბაჟო გადასახადი გადაიხადა, რასაც ევროკავშირის კანონი ითვალისწინებს. უცნობია, ზუსტად როდემდე იქნება შვარცნეგერი […]

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი გერმანიაში, მიუნხენის აეროპორტის საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ Bild-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 76 წლის შვარცენეგერი მიუნხენში დღე, ლოს-ანჯელესიდან ჩაფრინდა, შემდეგ კი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მსოფლიო კლიმატურ სამიტზე აპირებდა გამგზავრებას. თუმცა საბაჟო კონტროლზე მსახიობის ჩანთაში ბრენდის Audemars Piguet საათი აღმოაჩინეს, რომელიც სპეციალურად შვარცენეგერისთვის იყო დამზადებული. მისი ღირებულება 20 ათასი […]

ინდური გამოცემა Deccan Herald საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა. „ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ […]

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით ძვირია ვიდრე ევროპის ქვეყნებში

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა. “ბენჩმარკინგის” […]

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ “ფარმასი” და “პიქსელ ტაჩი” დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფარმასი“ და შპს „პიქსელ ტაჩი“ უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებების არშესრულების გამო დააჯარიმა. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, შპს „ფარმასს“ 4 269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ […]

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში მდიდრული საათის გამო დააკავეს

ცნობილ მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი მცირე ხნით დააკავეს მებაჟეებმა მიუნხენის აეროპორტში. მიზეზი დაუდეკლარირებელი 26 000 ევროს ღირებულების Audemars Piguet-ის მაჯის საათი გახდა. მსახიობს დაახლოებით 3 საათით მოუწია აეროპორტში გაჩერება. მიუნხენის მთავარი საბაჟო უწყების სპიკერმა განაცხადა: “ჩვენ აღძრული გვაქვს სისხლის სამართლის საგადასახადო პროცესი. საათი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, რადგან ეს იმპორტია”. შვარცნეგერის თქმით, ცდილობდა […]

19-20 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი […]