Forbes: საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს

საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, საკვლევი წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსებმა საქართველოში 13,000 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე მეორე ადგილზე გასული ყაზახეთის მაჩვენებელი, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 6,100 კომპანია გახსნეს. მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, ორივე […]
Українська правда: უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალს დაარტყეს

გამთენიისას სანქტ-პეტერბურგის ოლქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. ინფორმაციას Українська правда უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”. – უთხრა წყარომ Українська правда-ს. […]
უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის ტალღის ფონზე

18 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რადგან შენიშნეს რუსეთის ტერიტორიიდან საბრძოლო თვითმფრინავების გამოფრენა. მანამდე რუსეთმა უკრაინის სამიზნეებისკენ გაუშვა ირანული წარმოების 33 დრონი და S-300 ტიპის ორი რაკეტა – აცხადებს უკრაინის არმია და დასძენს, რომ 22 დრონი ჩამოადგეს. პარალელურად, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, ერთი ადამიანი დაიჭრა და ასევე გამოვლინდა მატერიალური ზიანი დრონებით შეტევის […]
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ “მაგთის”, “სილქნეტსა” და “სელფის”?

2023 წლის 10 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 652 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81 მილიონი ლარით ანუ 14%-ით მეტია. კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში 5,455,943 აქტიური აბონენტია, რაც 2022 წელთან შედარებით 81,000 აბონენტით მეტია.
რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დააფუძნეს – რუსული Forbes

რუსული ფორბსის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 13,000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. უცხოეთის ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა ახალი იურიდიული პირები დააფუძნეს, საქართველო პირველ ადგილზეა. გამოცემის თანახმად, მეორე პოზიციას იკავებს ყაზახეთი 6,100 იურიდიული პირით, მესამეზეა სომხეთი და მონტენეგრო, სადაც 3,400-მდე ახალი იურიდიული პირი შექმნეს რუსებმა. Forbes-ის თანახმად, მათ აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკურმა ფირმა “Финион”-მა მიაწოდა. ორგანიზაციის […]
ქალი/მამაკაცი და ზოდიაქოს ნიშნები – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური: ,,გავიხსენოთ “კლასიკა”. ქალი და ზოდიაქოს ნიშნები ქალთან რეკავს ტელეფონი და ყურმილის აღებისთანავე მამაკაცი ეუბნება: „მე შენ მიყვარხარ.“ ♈️* ვერძი: შენ კი არ გიყვარვარ, ეს მე მიყვარხარ! კარგად გაიგე თუ გაგიმეორო?! ♉️* კურო: (პაუზა)… ვაიმეეე, პიცა დამეწვა. ♊️* ტყუპი: რომელი ხარ? ამოიღე ხმა, მითხარი სახელი, თორემ მოვკვდი ინტერესით. ♋️* კირჩხიბი: მამაჩემივით ნუ იცი […]
პაკისტანმა დაადასტურა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 18 იანვრის დილით სარაკეტო იერიში მიიტანა ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანში, პაკისტანური წარმოშობის ტერორისტული დაჯგუფების ბანაკზე. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მათი საქმიანობის შესახებ ირანს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება წარუდგინეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია და დაჯგუფება „სარმაჩარები დაუსჯელად განაგრძობდა უდანაშაულო პაკისტანელების სისხლის ღვრას“. ამასთან, პაკისტანის საგარეო უწყება „სანდო სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ფლობდა […]
კახა კალაძე – სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა – კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები და უამრავი ჯარიმა იწერება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სამშენებლო მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და მათ შორის, კვალიფიციური მუშახელი. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონტრაქტორებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ვალდებულებები ვერ შეასრულეს. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა […]
ნათია თურნავა – ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის შემცირებული, საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა რისკები მაინც არსებობს

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე – „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას […]
სერგეი ლავროვი – დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის

უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისკენ ბიძგება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, […]