ქალი/მამაკაცი და ზოდიაქოს ნიშნები – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური:
,,გავიხსენოთ “კლასიკა”.
ქალი და ს ნიშნები
ქალთან რეკავს ტელეფონი და ყურმილის აღებისთანავე მამაკაცი ეუბნება: „მე შენ მიყვარხარ.“
♈️* ვერძი: შენ კი არ გიყვარვარ, ეს მე მიყვარხარ! კარგად გაიგე თუ გაგიმეორო?!
♉️* კურო: (პაუზა)… ვაიმეეე, პიცა დამეწვა.
♊️* ტყუპი: რომელი ხარ? ამოიღე ხმა, მითხარი სახელი, თორემ მოვკვდი ინტერესით.
♋️* კირჩხიბი: მამაჩემივით ნუ იცი ამის თქმა. თან ტელეფონითაც არ მიყვარს ამის მოსმენა, რადგან ამ დროს თვალებში მინდა გიყურო.
♌️* ლომი: მეც მიყვარხარ და ალბათ ყვავილები კურიერს უკვე მოაქვს ჩემთან და რესტორანშიც მაგიდა უკვე შეკვეთილია ხო?!
♍️* ქალწული: წინადადებების ბოლოში ძახილის ნიშანი უნდა დასვა, ამიტომ სიტყვის ბოლო ცოტა მკვეთრად გამოთქვი ხოლმე, „მიყვარხარ!“, აი ასე.
♎️* სასწორი: ღმერთო, რა ლამაზი პეპელა შემოფრინდა ახლა ჩემს ოთახში.
♏️* მორიელი: მიღალატე თუ რა მოხდა?
♐️* მშვილდოსანი: წამიყვანე პარიზში და ეს სიტყვები იქ მითხარი. პარიზში აბა როგორ?! კი ბატონო, მაშინ მყინვარწვერზე წავიდეთ. ზურგჩანთაზე ნუ იზრუნებ, მაქვს უკვე, აი, გოაზე რომ ვიყიდე ის.
♑️* თხის რქა: რემონტი უკვე დაამთავრე?
♒️* მერწყული: ახლა თუ ცალი ფეხით „ტურნიკზე“ თავდაყირა არ ხარ ჩამოკიდული და თან რძიან კონიაკს არ სვამ, ეგ სიყვარულის ახსნა არ მიიღება.
♓️* თევზები: (ტირის)…
მამაკაცი და ზოდიაქოს ნიშნები
მამაკაცთან რეკავს ტელეფონი და იქიდან ვიღაც ქალი ეკითხება: „გიყვარვარ?“
♈️ვერძი: კი!!!
♉️კურო: მოგვიანებით ვისაუბროთ ამ საკითხზე, ახლა ვსადილობ.
♊️ტყუპი: სად მოვიდე? რა წამოვიღო? რამდენი იქნებით? მეგობარი წამოვიყვანო?
♋️კირჩხიბი: დედა, შენ ხარ?
♌️ლომი: მიყვარხარ ჩემო ღვთაებავ, ჩემო დედოფალო.
♍️ქალწული: გამარჯობა.
♎️სასწორი: მიყვარხარ? რთულია ითქვას. ერთი მხრივ მიყვარხარ, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც საწინააღმდეგოს მიმტკიცებს.
♏️მორიელი: ძალიან მინდიხარ!
♐️მშვილდოსანი: მიყვარხარ კი არა, ნუ მეღადავები თორემ, გამოვალ მანდ და ძირს გადმოგაგდებ რომელ სართულზეც ხარ – მაგედან.
♑️თხის რქა: მიყვარხარ და 100 დოლარს ვერ მასესხებ?!
♒️მერწყული: თქვენ დარეკეთ ასტრონომიულ-კოსმონავტიკის ბიუროში. გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება ან დაელოდოთ ოპერატორს, რომელიც გადაგრთავთ უფოლოგიის დეპარტამენტში.
♓️თევზები: (დუმს)…”

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი