დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიში წარადგინა

2023 წელს, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელთან შედარებით 15%-ით მეტია. 2023 წლის წინასწარი შედეგები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა წარადგინა. ანგარიში, ასევე მოიცავს კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობას, რაც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა და 630 მილიონ ლარს შეადგენს. საუბარი იყო სამოგზაურო დაზღვევაში შესულ ცვლილებებზეც. […]

“ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი” – უჩა სეთური კომუნიკაციების კომისიის კვლევას პასუხობს

საქართველოში მობილური ინტერნეტი 136 პროცენტით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში – კომუნიკაციების კომისიის კვლევას, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე აფასებს. უჩა სეთურმა საქართველოსა და ევროპაში ინტერნეტის ხარისხსა და ფასებზე ისაუბრა. “ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი. მათ მიერ ჩადებული მოგებაც მიზერულია, ძალიან გვიკვირს ეს კომპანიები საერთოდ როგორ არსებობენ. […]

ღარიბაშვილი: რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, თუმცა მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ – ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და […]

ეკვადორში ტელევიზიაზე თავდასხმის გამომძიებელი პროკურორი მოკლეს

ეკვადორელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოკლეს პროკურორი სეზარ სუარესი, რომელიც გასულ კვირას კრიმინალური ბანდების მიერ ტელევიზიაზე განხორციელებულ თავდასხმას იძიებდა. ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, სუარესი გუაიასის პროვინციის საპორტო ქალაქ გუაიაკილში ოთხშაბათს, 17 იანვარს მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორს თავისი ოფისის მახლობლად, ავტომობილის მართვის დროს ესროლეს. გადაუმოწმებელ კადრებში ასევე ჩანს მანქანა, რომელსაც ფანჯარაზე ტყვიების ნახვრეტები აქვს. მკვლელობამდე ერთი […]

“ბარსელონამ” შესაძლოა, ხავი გაათავისუფლოს – სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

“ბარსელონამ” სეზონის ბოლოს შესაძლოა, ხავი გაათავისუფლოს. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა Esport3 იტყობინება. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ესპანელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა. გამოცემის ინფორმაციით, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ მოლაპარაკებებს ტიაგო მოტასთან აწარმოებს, იტალიელი სპეციალისტი ამჟამად “ბოლონიას” წვრთნის. შეგახსენებთ, მოტამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ “ბარსელონაში” დაიწყო და ამ გუნდის ღირსებას 1999/2007 წლებში იცავდა.

ამერიკული გამომცემლობის Nova Science Publisher საჩუქარი ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს

ამერიკული გამომცემლობა Nova Science Publishers ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს მნიშვნელოვან საჩუქარს გთავაზობთ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მოგაწვდით. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, ახლო მომავალში, Nova Science Publisher და ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ერთობლივ სიახლეს შემოგთავაზებთ, კერძოდ, გამომცემლობის უახლესი კოლექციები ბეჭდური სახითაც ხელმისაწვდომი იქნება. […]

მედია: საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი დაარეგისტრირეს

საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსეთის მოქალაქეები ბიზნესს არეგისტრირებდნენ. გასული წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 13 ათასი იურიდიული პირი დარეგისტრირდა, წერს გამოცემა Forbes-ის რუსულენოვანი ვერსია ანალიტიკურ კომპანია „ფინიონზე“ დაყრდნობით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა 6100 კომპანია გახსნეს. მესამე ადგილს სომხეთი და ჩერნოგორია იყოფენ, სადაც რუსი მესაკუთრის 3400 იურიდიული პირი დარეგისტრირდა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 […]

“აწი რომ არაფერი გავაკეთოთ და საერთოდ გავჩერდეთ, იმაზე მეტი გვექნება გაკეთებული, ვიდრე მათ” – კახა კალაძე ოპოზიციას პასუხობს

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, წერეთლის რეაბილიტაციის გართულების გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილით მიმართეს. მათ ასევე მოუწოდეს კახი კალაძეს, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხი გასცენ. კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. თბილისის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რის გამოც მათ ხელშეკრულებები გაუუქმდათ. “ოპოზიციას ერთ […]

“ვივამედში” სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი” შეფასებას აქვეყნებს

“წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი” კლინიკა “ვივამედში” სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. ყველა პატიმარი, რომელიც “ვივამედის” დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში. “ვივამედის” კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო, რაც […]

ენმ კომიტეტის შეფასებაზე: დასტურია, რომ სააკაშვილი ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია

ნაციონალური მოძრაობა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ კლინიკა ვივამედის დაცული პალატებისა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიში დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და “ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია”. ენმ-ში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა “ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური […]