წამების პრევენციის კომიტეტი ხელისუფლებას კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირების რეკომენდაციას აძლევს

ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო, – ამის შესახებ „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი […]
პრემიერი – მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა – იმედი მაქვს, მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას

ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – […]
მედია – სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში იორდანიის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ავრცელებს. „იორდანიის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სვეიდაში საცხოვრებელ ტერიტორიებსა და საწყობებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი გოგონა და ოთხი ქალი“, – ნათქვამია სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებაში. […]
შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებმა სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტების ფასები გაზარდონ – მარიამ კოშორიძე

სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა, რამაც შესაძლოა, პაკეტების ფასის ზრდა გამოიწვიოს. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური მოთხოვნები ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა. ცვლილების შესახებ „ინერპრესნიუსი“ წერს. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, გაიზრდება სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა, მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი და შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებმა სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტების ფასებიც გაზარდოს. […]
“თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში ის არის დამნაშავე” | სასამართლოზე 14 წლის აითაჯის მკვლელობაში ბრალდებულის დები დაიკითხნენ

რუსთავის სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები. ერთ-ერთმა დამ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ნიშნობა ნამდვილად შედგა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ქორწილი მაშინ გაიმართებოდა, როცა აითაჯი 18 წლის გახდებოდა. დის მტკიცებით, მკვლელობის დღეს აითაჯი 27 წლის საქმროს სახლში სტუმრად იმყოფებოდა. “ნიშნობაზე ვიყავით მე, […]
ღმერთი მიხედავს ყველას, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას | მაჭარაშვილი Credit Suisse-სთან ივანიშვილის მარცხზე

უმრავლესობის წევრები ისევ შანტაჟს უწოდებენ ბიძინა ივანიშვილის წაგებულ დავას Credit Suisse-ის წინააღმდეგ. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ივანიშვილს ფინანსურ სექტორში პრობლემები იმიტომ შეექმნა, რომ “ქვეყნის ომში ჩათრევაზე უარი თქვა”. მისივე თქმით, “ღმერთი აუცილებლად მიხედავს ყველას, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის”. “მას სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ ქვეყანა არ ჩართულიყო მეორე ფრონტში, შეექმნა პრობლემები საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის ფინანსურ […]
ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს | ჯაფარიძე “ოცნების” სპიკერების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე

“ვერიდები ხოლმე ოპონენტების მიმართ ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენებას, როგორსაც ისინი არ იშურებენ ჩვენ მიმართ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების სპიკერების, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, კრებსითად ვიტყოდი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”.
თბილისში, გლდანის 89-ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა. გლდანის რაიონში, 89-ე საბავშვო ბაღში დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. ამჟამად, ბაღში 460 ბავშვია რეგისტრირებული. საბავშვო ბაღს აქვს დიდი, გამწვანებული ეზო, სადაც მოწყობილია სათამაშო მოედნები და საბავშვო ატრაქციონები. პროექტი […]
“ჩემმა ძმამ მითხრა, რომ არსებობს ასეთი გოგო, აითაჯი, ძალიან მომწონს და ვიყიდოთ ყველაფერი ნიშნობისთვისო” – რას ყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის და

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის და ბიძის პროცესი გრძელდება. დაკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები, ასევე მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დები. მათ მოკლულ გოგონასთან შეხვედრები გაიხსენა, მათ შორის ნიშნობის დღე და აითაჯის სახლიდან გაქცევის ეპიზოდი. მკვლელობაში ბრალდებულის და, ეგანა სადიკოვა აცხადებს, რომ მისი ძმა მწყემსი იყო და მკვლელობის დღეს რატომ იყო აითაჯთან ერთად, არ იცის. […]
პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, რაც მნიშვნელოვანი დასკვნაა – ბექა ძამაშვილი “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” დასკვნაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსთვის, პატიმრების უფლებების დაცვა და მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “ანგარიშში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული. პირველ რიგში, […]