ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის […]
აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია – ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი. დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია – 23 821 000 აშშ დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, აჭარის მთავრობის ცნობით, 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, […]
“აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება რუსეთში გააფორმოს”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ტერიტორიაზე გააფორმოს. თუმცა, რა პირობებით, ამის შესახებ ლავროვს არ უსაუბრია. ამასთან, ლავროვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მთავარ შეფერხებად სომხეთის ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს სატრანსპორტო მიმოსვლა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის […]
ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ევრაზიის ახალი განთიადი?“ – მიიღო მონაწილეობა. ღარიბაშვილმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. მისი თქმით, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც. მისი თქმით, საქართველო სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს აფართოებს. როგორც ღარიბაშვილმა […]
პაკისტანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ირანის ტერიტორიაზე

პაკისტანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ირანის ტერიტორიაზე. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო იერიში მიიტანეს „ტერორისტების თავშესაფრებზე“ ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში და თავდასხმის მიზანი იყო პაკისტანის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმებს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, სამშაბათს ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე ობიექტებზე და განაცხადა, რომ ის […]
წამების პრევენციის კომიტეტი სააკაშვილზე – „ვივამედში“, პაციენტი С-ს ოთახებში იყო 3 სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი იღებდა მას საწოლში – ეს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფაა, არამედ მისი ღირსების მიმართ უპატივცემულობაც

„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. „ვივამედის“ კლინიკაში ვიზიტისას დელეგაციას ჰქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა კლინიკის მენეჯმენტთან და პერსონალთან, განსაკუთრებით, ოთახებში წვდომისა და პაციენტებთან პირად საუბრის შესაძლებლობა, თუმცა, დელეგაციას არ მიეწოდა სრული, დაუყოვნებელი და შეუზღუდავი წვდომა […]
პრემიერი – საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა

საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ყურადღება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე გაამახვილა. „ორი […]
პრემიერი – 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი – 10.4%, გასულ წელს კი, – 7%, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო 7 თვის განმავლობაში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო

ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. „დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას […]
პრემიერი – მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას – საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა

კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?“ გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]
პრემიერი – ომი გადავიტანეთ 2008 წელს და რუსეთი განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას – უსაფრთხოების სფეროში გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა

ომი გადავიტანეთ 2008 წელს და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას, თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის […]