მარნეულში “ლელოს” ახალი ოფისი გაიხსნა | მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის

მარნეულში “ლელოს” ახალი ოფისი გაიხსნა – ოპოზიციური პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებისა გადაჭრას და ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაესწრნენ.
“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს | ბერძნული მედია

“ბერძნული მაფიის” ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. კიდევ ერთი მედია წერს, რომ დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან. საქმე ეხება იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობას, ასევე მკვლელობის მცდელობას პიეირაში. პირველი მათგანი 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, […]
კლინიკა “ლიდერმედი”, რომელმაც სახელმწიფო პროგრამიდან გათიშვა მოითხოვა, პროგრამაში დაბრუნებას ითხოვს

კლინიკა „ლიდერმედი“, რომელმაც მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამიდან გათიშვა მოითხოვა, ამავე პროგრამაში დაბრუნებას ითხოვს. ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი მოთხოვნით, სამედიცინო დაწესებულებამ, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა. რატომ შეცვლა პოზიცია კლინიკამ 20 დღეში, უცნობია. სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს. თავდაპირველად, კლინიკის მენეჯმენტმა პროგრამიდან გასვლის მიზეზად, სამედიცინო პერსონალისთვის ჰონორარის […]
მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის კვლევის შედეგებს Fake News-ს უწოდებს

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებს მაგთიკომი ეხმაურება და სიყალბეს უწოდებს. „კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას – თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში […]
„დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – […]
გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს, როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი – პრემიერი

წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს, როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას […]
პარაპლანით ფრენები აღდგა

„მოხარულებივართ გაცნობოთ, რომ პარაპლანით ფრენები აღდგა და უკვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მდებარეობა გუდაური” – ამის შესახებ ინფორმაციას სამოგზაურო კომპანია Georgian Extreme Ways ავრცელებს. მათივე ცნობთ ფრენის ღირებულება 350 ლარს შეადგენს. 2022 წლის 30 ივლისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანებით ფრენა აკრძალული იყო. შს მინისტრი აცხადებდა, რომ პარაპლანით დაშვებაზე რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. პარაპლანით ფრენებზე რეგულაციების […]
ვახო მეგრელიშვილი – რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება – ვფიქრობ, ის უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკას

რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან. ამასთან, […]
პროკურორის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა. “დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც […]
პროკურორებმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბაღდათში და ხონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქუთაისის და სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბაღდათში და ხონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურორებმა მოსახლეობას კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, გააცნეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი და შესაძლებლობა, რომელსაც ის ანიჭებს პირებს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი […]