ლევან ხაბეიშვილი – დასკვნაში შავით თეთრზე ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა – მივმართავ ივანიშვილს: თუ არ გეშინია, მაშინ გაათავისუფლე სააკაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობა ხორციელდება. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მიხეილ გაათავისუფლოს სააკაშვილი. „იმ ყველაფრის ფონზე,როცა „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, როგორ გახადოს ქვეყანა რუსეთის გუბერნია და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვცდილობთ ევროპის […]

ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე – სამედიცინო კუთხით დასკვნას გავითვალისწინებთ – რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა, კლინიკა ვერ ჩაერევა

რაც „ვივამედში“ სამედიცინო კუთხით კეთდება, სრულიად ადეკვატურია და ჩვენთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივაა – კლინიკა გარემო წესების დაცვაში ვერანაირად ჩაერევა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა გაწერილია და პირველივე დღიდან ჩატარებული […]

ევროკავშირი – თავდასხმები შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში ღრმა შეშფოთებას იწვევს – რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს

ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. „ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, – განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული […]

ბრალდებამ იგორ სტრელკოვისთვის თითქმის 5 წლით პატიმრობა მოითხოვა

ბრალდებამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის („დსრ“) სეპარატისტთა ყოფილი მეთაურისა და ფსბ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინისთვის) 4 წლითა და 11 თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა ექსტრემიზმისკენ მოწოდებების საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტრელკოვის ტელეგრამის არხი იტყობინება მის ადვოკატზე დაყრდნობით. საქმეს მოსკოვის ბოგოროდსკის სასამართლო განიხილავს დახურულ რეჟიმში. როგორც აღნიშნავენ, მოთხოვნილი ვადა ახლოსაა სტრელკოვისთვის წაყენებული მუხლით გათვალისწინებულ […]

წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს შეფასებას სააკაშვილთან და “ვივამედთან” დაკავშირებით

წამების პრევენციის კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოში პენიტენციური დაწესებულებებიდან კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრების უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მკურნალობასთან და გარემოსთან დაკავშირებით. დასკვნა, რომლის მოსამზადებლადაც ექსპერტები კლინიკა “ვივამედში” არაგეგმური ვიზიტით გასული წლის მარტში შევიდნენ, დღეს, 18 იანვარს, გამოქვეყნდა. “პაციენტ C-ს შემთხვევაში (მიხეილ სააკაშვილი), მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მიუწვდება რიგ სამედიცინო სპეციალისტსა და მკურნალობასთან, ფაქტების ერთობლიობა: მრავალი თვის […]

Sex and the City-ში ქერი ბრედშოუს ცნობილი 5-დოლარიანი ქვედაბოლო აუქციონზე 10 000$-ად იყიდება

სერიალ Sex and the City-ს შესავალში მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს ცნობილი ჩაცმულობა აუქციონზე 10 000$-ად იყიდება. ქერი ბრედშოუს სერიალის შესავალ ნაწილში ვარდისფერი მაისური და თეთრი ქვედაბოლო აცვია, რაც სერიალის ფანებისთვის საკულტო ჩაცმულობად იქცა. როგორც ცნობილია, თეთრი სამფენიანი ქვედაბოლო სერიალის კოსტიუმების დიზაინერმა პატრიცია ფილდმა მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში 5 დოლარად შეიძინა. ქვედაბოლოს სატინის სარტყელი აქვს, წელის გარშემოწერილობის […]

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში. სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი […]

ნოემბერში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი სახლების ფასი 12 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

2023 წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში სახლების ფასები 2.1%-ით შემცირდა, განაცხადა ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS). შედეგად, ნოემბერში საცხოვრებლის საშუალო ღირებულება 285 ათასი ფუნტი სტერლინგი (362 ათასი დოლარი) იყო. შესწორებული მონაცემებით, ოქტომბერში ფასები 1,3%-ით შემცირდა და არა 1,2%-ით, როგორც ადრე იყო ნათქვამი. ნოემბერში ფასების ვარდნა ყველაზე დიდი იყო 2011 წლის ივნისის შემდეგ, ლონდონში კი ეს მაჩვენებელი 2009 […]

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის უკანასკნელ კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ტერმინ “საოკუპაციო ხაზის” გამოყენებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. ბიორნ […]