ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით, საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს – მედია

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, საბერძნეთის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ახლა იძებნება, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი […]
უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცსამსახურების წყარო აცხადებს, რომ ამიერიდან სამხედრო ობიექტები პეტერბურგში “უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია.” აფეთქებები მოხდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე.” […]
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა. მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს. Alshaya Group-ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, […]
შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ – ლევან ხაბეიშვილი “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაში წერია, რომ კლინიკა “ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელ და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მისი განცხადებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი” ამაზე მეტს დოკუმენტში, უბრალოდ, ვერ დაწერდა. “შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, უბრალოდ, ვერ […]
ვუჩიჩმა ღარიბაშვილი ეკონომიკური წარმატების გამო შეაქო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გამო შეაქო. ვუჩიჩი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში – „ევრაზიის ახალი განთიადი?“. სერბეთის პრეზიდენტმა ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ აპირებს, თავის ქვეყანას ჩინური ინვესტიციები წაართვას, რადგან ამის უფლება არ აქვს. მისი თქმით, ევროკავშირისგან ითხოვს, რომ არჩევანის […]
გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით ფრენები აღდგა – ასოციაცია

თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა.
რატომ მიაქვთ იერიშები ირანს და პაკისტანს ერთმანეთის ტერიტორიაზე

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს […]
„არის ისეთ პირობებში, სადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაისუნთქოს ჟანგბადი… მოკლებულია ადამიანი ამ შესაძლებლობას“ – გიული ალასანია

სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაზე: „აღსანიშნავია ის, რომ წამების კომისია შევიდა “ვივა მედის” კლინიკაში. შევიდა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი იყო მოთავსებული სხვადასხვა ციხეში, სადაც იყო ნაცემი, მას ჩაუმტვრიეს ძვლები ცემის შედეგად და ეს დადასტურებულია სამედიცინო ცნობებით. შემდეგ ის მოწამლულიც იყო. და ბუნებრივია, რომ სწორედ წამების კომისია შეეფერებოდა მის მდგომარეობას. […]
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გუდაურში APRÈS-SKI PARTIES სერია გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გუდაურში APRÈS-SKI PARTIES სერია გაიმართება
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. “შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ […]