ალექსანდერ ვუჩიჩი – ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა – მას მალე დაუსვამენ იგივე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ: ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ, თუ ევროკავშირთან?

ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო. მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იგივე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ: ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ, თუ ევროკავშირთან?, – ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას […]

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. რგპფ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულებაა 1 341 758 ლარი. […]

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის […]

რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 2024 წელს, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 ლარიდან, საქართველოს ისლამურ თემს – 3 350 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო […]

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან

უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დავოსში განაცხადა. “რაც შეეხება [რუსეთთან] მოლაპარაკებებს, მინდა საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი “სიკორსკის კანონი” გაგიზიაროთ: არასდროს არ არსებობს ჯიბის ჩემბერლენების უკმარისობა, რომლებიც მზად არიან სხვა ხალხი, სხვა ხალხის თავისუფლება თავისი სიმშვიდისთვის გაწირონ. და ჩვენ ეს არ უნდა ვქნათ”, […]

ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა

საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე “პანეტოლიკოსში” გადავიდა, – ამის თაობაზე ბერძნული კლუბი თავისი საიტით იტყობინება. “პანეტოლიკოსმა” ტაბიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. “პანეტოლიკოსის” ღირსებას “ჯვაროსნების” ნახევარმცველი ლევან შენგელია იცავს. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად “ოფის” დაუპირისპირდება.

ოფიცილურად – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი “ფეისბუქის” გვერდით ავრცელებს: “ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით – “ბორჯღალოსნებსა” და “შავ ლომს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული “ტულონის”, “მონპელიესა” და შოტლანდიური “ედინბურგის” მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, […]

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

2024 წლის 18 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. აღნიშნული […]

Alshaya Group-მა ქართულ დელეგაციას საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო

მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს. Alshaya Group-ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ფრენჩაიზის ოპერატორია 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის, მათ შორისაა Starbucks-ი, Mothercare-ი, H&M-ი, […]

პროკურორი იგორ გირკინისთვის 5 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო პროკურორმა მოსკოვის სასამართლოს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ულტრანაციონალისტის, იგორ გირკინისთვის (სტრელკოვი) 5 წლამდე პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართა. პროკურორი გირკინს ბრალს ექსტრემიზმისკენ მოწოდებაში დებს ბრალს. გირკინი ბრალს უარყოფს. მოსამართლემ განაჩენი 25 იანვარს უნდა გამოიტანოს. რუსი ნაციონალისტი 2023 წლის 21 ივლისს დააკავეს. 2023 წლის აგვისტოში, იგორ გირკინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი […]