ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. “მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა […]

ლაშა ტუღუში – ორ სკამზე ვერ დაჯდები – სიტყვები და მოქმედებები უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ორმოში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლას ვერ მოვასწრებთ

მომავალში უფრო სწორი იქნება ურთიერთობებს, რომელიც შეიძლება რაციონალურად გვჭირდება, არ დავარქვათ ისეთი სახელი, რაც კითხვებს გააჩენს დასავლეთში, ამიტომ სიტყვები და მოქმედებები უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ორმოში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლას ვერ მოვასწრებთ , – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. „გუშინ საღამოს […]

პრემიერი – დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორ მოეწყობა თანამედროვე მსოფლიო – ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს, აღდგეს მშვიდობა

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას აქ ჩამობრძანებისთვის და აქტიურად გაშუქებისთვის დავოსის მოვლენების. წლევანდელი წელიც, მე ვფიქრობ, იყო საკმაოდ საინტერესო. მე მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გუშინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მიიღო მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც […]

სტუ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად, მეორე ვადით, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩია

განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით, ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, მთავარი მიზანი იქნება უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს, როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და რწმენა იმისა, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და თანამშრომლების […]

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ჩაატარებს

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას Steadfast Defender-ს ჩაატარებს. ამის შესახებ ალიანსის მთავარმა მეთაურმა კრის კავოლიმ განაცხადა. “ალიანსი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით”, – განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ. NATO-ს უდიდეს წვრთნაში, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას დაახლოებით 90 […]

კვარაცხელიას მწვრთნელი შეიძლება მოურინიო გახდეს

Sportmediaset-ი იტყობინება, რომ “რომადან” დათხოვნილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გავლენიანი თანამემამულე აგენტი ჟორჟე მენდეში დროს უქმად არ კარგავს და თავისი კლიენტისთვის სამუშაოს ეძებს. გამოცემის მტკიცებით, მენდეში პირველ რიგში “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაუკავშირდა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდის ამჟამინდელ თავკაცს ვალტერ მაცარის აუცილებლად დაემშვდიდობება. აღნიშნულია, რომ მენდეშსა და დე ლაურენტისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და მათ ტელეფონით […]

ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყანას ატოვებინებს

ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს), ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ გაუხანგრძლივებენ. ამიტომ, მიტროპოლიტს ესტონეთის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. “ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი თქვას მისთვის ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზე, რადგან რეშეტნიკოვი საკუთარ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორს და საკუთარი ქცევა, წარსული გაფრთხილებების მიუხედავად, არ შეუცვლია”. – […]

პაკისტანმა ირანზე საპასუხო საჰაერო იერიშები მიიტანა

ირანსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება და ღრმავდება. პაკისტანზე ირანის იერიშებს საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ წერს, რომ პაკისტანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ირანში, ბოევიკების თავშესაფრებზე რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა სულ ცოტა 9 ადამიანი. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით მათი საჰაერო იერიშები „უაღრესად კოორდინირებული და ზუსტი სამხედრო დარტყმების სერია იყო“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანზე იერიშების […]