რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება – დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ.

„რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში ნახევარკუნძულს 2.5 მლნ ლარად აუქციონზე ყიდის – რის აშენება იგეგმება 79 728 კვ.მ-ზე

შპს „რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში ნახევარკუნძულს 2.5 მლნ ლარად აუქციონზე ყიდის. კომპანიას 79 728 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვს და შეთანხმებული პროექტის დასრულების ვალდებულება 2026 წლის ნოემბრამდეა. „პროექტი დამტკიცებულია. ტყიბულში ახალსოფლის ტბის მიმდებარედ არის ნახევარკუნძული, არის შემოღობილი ე.წ. მწვანე მესერით, დგას ორი საცხოვრებელი კონტეინერი. ქუთაისის აეროპორტიდან არის 30 წუთის გზაზე. ამბროლაურის აეროპორტიდან 40 წუთის […]

ბოლივიაში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლივიაში, წყალდიდობის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ეძებენ დაკარგულებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერმა წვიმებმა მდინარის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 100-მდე სახლი დაინგრა, დაზარალებულია 250-ზე მეტი ოჯახი. ადგილობრივმა მერმა ტერიტორია სტიქიის ზონად გამოაცხადა.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ევრორემონტი ჩაეტარებინა “ოქროს ჩარდახისთვის” | საინიციატივო ჯგუფი რეაბილიტაციის ხარვეზებზე

რემონტი თუ რეაბილიტაცია? – სწორედ ეს კითხვა აქვს საზოგადოებას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იმერეთის მეფეთა სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აქტივისტები შიშობენ, რომ მე-17 საუკუნით დათარიღებული “ოქროს ჩარდახის” იერსახე შესაძლოა შეიცვალოს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება თითქმის 2 მილიონ ლარს აღწევს. აქტივისტები ამბობენ, რომ პროექტში მოცემული კონსტრუქციული გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ნაგებობის […]

ნიუ-იორკის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარმა, თითქმის, ერთ მეტრს მიაღწია – ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირის შემდეგ, უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარმა, თითქმის, ერთ მეტრს მიაღწია. ქალაქში, თოვლის გამო, გაფრთხილება გამოცხადდა. ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ზამთარში მსგავსი თოვლი დასავლეთ ნიუ-იორკისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც დიდი ტბების გაყინული წყლები ატმოსფეროს ზედა ნაწილში ყინულოვან ჰაერს ერევა და ღრუბლებს ქმნის, რომლებიც სწრაფად წარმოქმნიან თოვლს. თოვლის ცალკეულმა ქარიშხალმა წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთს დაარტყა. ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირის შემდეგ, უამინდობის […]

“ლუზერები”, “ხელმოცარულები” | ღარიბაშვილი დავოსიდან ოპოზიციას ესხმის თავს

პრემიერმინისტრის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე – ამჯერად დავოსიდან, სადაც ის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება, ოპონენტებს ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე ძალასა და “ლუზერებს” უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, “ოცნება” ემზადება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს. მან ოპოზიციას “ხელმოცარული”უწოდა და თქვა, რომ ოპონენტებს ხელმოცარული მცდელობები აქვთ. “დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე რა […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. · ჩუღურეთის რაიონი – ნიკოლოზ გოცირიძის ქ. N 33-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის […]

უკრაინის მთავრობის წევრმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონმა პეტერბურგამდეც მიაღწია

უკრაინის მიერ წარმოებულმა დრონმა, რომლითაც რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას შეუტიეს, სამიზნემდე 1250 კილომეტრის მანძილი დაფარა. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრ ოლექსანდრ კამიშინზე დაყრდნობით. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, 18 იანვარს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე კამიშინმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია აწარმოოს როგორც მცირე ზომის, 350 დოლარის ღირებულების დრონები, ასევე, „ის, […]

ჩენ ძინგი ირაკლი კობახიძეს – ჩინეთს და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად

“ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა. პარტიის ინფორმაციით, ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. „მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს […]

ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა და მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ […]