ეროვნულ მუზეუმში დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით, დიდი მეცნიერის, ისტორიკოსის, არქეოლოგის, დავით ხახუტაიშვილის (1924-1999), დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, დავით ხახუტაიშვილის ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა დავით ხახუტაიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული […]

განცხადება ღმრთისა. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი […]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108 კონგრესმენი, მათ შორის 106 „რესპუბლიკელია“. მანამდე კანონპროექტმა სენატის მხარდაჭერაც მიიღო. ახლა დოკუმენტს ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 2023 წელს 120%-ით მეტი, 327 000 მგზავრი გადაიყვანა

ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. „ჯორჯიან ეარვეისი“ 2023 წელს 327 000 მგზავრს მოემსახურა, ეს 2022 წელთან შედარებით 178 000 მგზავრით, ანუ 120%-ით მეტია. „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ავიაკომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილს „ვიზეარი“ იკავებს, მეორე ადგილზეა „თურქეთის ავიახაზები“, მესამეზე კი „პეგასუსი“. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს, […]

ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია – რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, – აცხადებს გუბერნატორი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო […]

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს

ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, წყალი მნიშვნელოვანი რესურსია ეკონომიკის, ფაქტობრივად, ყველა სექტორის განვითარებისთვის. […]

ლიტერატურული დაჯილდოების გამარჯვებულმა იაპონელმა მწერალმა აღიარა, რომ წერისას AI-ს იყენებდა

პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა იაპონელმა მწერალმა რიე კუდანმა აღიარა, რომ წიგნის წერისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა. კუდანის წიგნის ტოკიოს თანაგრძნობის კოშკის მოქმედება მომავალში ხდება. ფანტასტიკური რომანის მთავარი გმირი პატიმარი ქალია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენას ებრძვის. ტოკიოს თანაგრძნობის კოშკმა რიუნუსკე აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია მიიღო. “რომანის წერის გამოვიყენე ტექსტის გენერირებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიც მაგალითად არის […]

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” | ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ. ამ თემაზე მან შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის […]

რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინული მედია იუწყება, რომ გუშინ, 18 იანვარს, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა. მათ სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. გასულ დღეს ოკუპანტები უტევდნენ დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებსაც. მათ დაბომბეს ხარკოვის ოლქის 20 დასახლებაც.

ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი – მეთიუ მილერი

აშშ მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ვიმედოვნებთ, რომ ისინი [აზერბაიჯანი და სომხეთი] ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი. მხარეებმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში. მოვუწოდებთ მათ, […]