სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 79%-ით გაიზარდა

2023 წლის საპროგნოზო მონაცემებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 1,050 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 15%–ით მეტია. როგორც ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ზრდა განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით. გასული წლის სტატისტიკით, ანაზღაურებული ზარალები 630 მლნ ლარს შეადგენს და 27%–ითაა გაზრდილი. ნეტო ანაზღაურებულმა ზარალმა კი 445 […]
გუდაურში თუ ტურისტი არ ჩამოდის, ეს ხელისუფლების ბრალია და არა კერძო სექტორის – “მთვრალი ალუბალი”

“2019 წელთან შედარებით, ჩვენი შემოსავალი 50%-ით შემცირდა”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ახალ გუდაურში არსებული კაფე “მთვრალი ალუბლისა” და “მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზამთრის კურორტზე მაღალ მსყიდველობითუნარიანი ტურისტები აღარ ჩადიან. მისი თქმით, თუ აქამდე გუდაურს ევროპისა და აღმოსავლეთ ქვეყნების მსყიდველობითუნარიანი ტურისტები სტუმრობდნენ, დღეს ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი. “სტუმრები “მთვრალ ალუბალში” დადიოდნენ […]
აშშ-ს ისევ დროებითი ბიუჯეტი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება 18 იანვარს მიიღეს 314 ხმით 108-ის წინააღმდეგ. მანამდე, 77 ხმით 18-ის წინააღმდეგ, დროებით ბიუჯეტს მხარი დაუჭირა სენატმა, რომლის უმრავლესობაშიც დემოკრატები არიან. შესაბამისად, ახალი ფინანსური წლის დაწყების(1 ოქტომბერი) შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მესამედ აიცილა თავიდან ე.წ. შათდაუნი – […]
რამდენად იყიდით 19 იანვარს ევროს და დოლარს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.
19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი სასიკეთო დღეა, თქვენი აქტიურობით, ობიექტურობითა და გონივრული ქმედებით არაერთ სირთულეს გაართმევთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ პირად სასიყვარულო თემას. კურო შესაძლოა თავი იჩინოს გაუთვლელმა სირთულეებმა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან მხარდამჭერები, რომლებიც დაგეხმარებიან ბარიერების გადალახვაში, რჩევისთვის შეგიძლიათ ოჯახის წევრებსაც მიმართოთ. ტყუპები შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი, როგორც პირად ასევე საქმიან თემებში, თუმცა ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. ენდეთ საკუთარ […]
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს. ნათლისღება ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა […]
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19-20 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი […]
წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. “კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც […]
რომელ რეგიონებშია სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი და იაფი – PMCG მიმოხილვა

PMCG კვლევითმა ცენტრმა, ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით გაიზარდა. თუმცა წლიურ ჭრილში, ფასები შემცირებულია. 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი […]
არახელმისაწვდომო და ზოგჯერ უხარისხო მკურნალობა, უნდობლობა, დისკრიმინაციული მიდგომა… | ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ, Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში კვლევა ჩაატარა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. მასში საუბარია არახელმისაწვდომი და უხარისხო ზოგიერთი სახის მკურნალობაზე, მაღალ ფასებზე და სადაზღვევო სისტემით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობის ნაკლებობაზე, დისკრიმინაციული მიდგომაზე შშმ პირების, ლგბტ თემის წევრების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების […]