რუსული გემი “ჟირინოვსკი” ბათუმში გაჩერდება – მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი ბათუმი მშენებარე საკრუიზო გემის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მარშრუტშია. ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის ქალაქები: სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი. გამოცემა ПортНьюс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის სამდინარო გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით ასტრახანში შენდება. გემის გაშვება 2024 წელს იგეგმება, მისი ოპერატორი კომპანია Мостурфлот-ი იქნება. გემზე იქნება საცხოვრებელი კაბინები, საცურაო აუზები, ტერასები […]
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა – “დაშავებული და დაღუპული ერთმანეთს შეეჯახნენ” – მედია

ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა – ინფორმაციას “ბორჯომი ტვ” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ სრიალის დროს მოხდა, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, მას ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული და დაღუპული სრიალისას ერთმანეთს შეეჯახნენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სისხლიანი ანგარიშსწორება ბერძნულ მაფიაში – საქართველო, ალბანეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი და რუსეთი – მედიამ 7-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ვინაობა გაშიფრა

ბერძნულ მაფიაში სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიამ 7-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ვინაობა გაშიფრა. საქართველო, ალბანეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი და რუსეთი – პრესა წერს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის ფიგურანტები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. 38 წლის სავაშ აზოიდჰისი, 40 წლის დიმიტრი კიუნდოვი და 28 წლის ილია ემინდისი – ეს ის სამი ეჭვმიტანილია, რომელსაც ბერძნული და […]
ჩინეთის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან – ირაკლი ჩიქოვანი

“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად, ხედავენ იმ დიდ მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია” ,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. “ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა […]
ჩვენი სურვილი და მიზანია, გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი – ირაკლი კობახიძე

ჩინეთში ქართული ოცნების 5-დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულებულია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები და მიზანია, ჩინეთთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა გაღრმავდეს. “დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული […]
მომავალ კვირას, სტარტს იღებს სამხედრო სწავლება სახელწოდებით “მტკიცე დამცველი” – რისთვის ემზადება ალიანსი

ალიანსი მზადებაშია იმ სცენარისთვის, რომლის ხილვაც არავის სურს, თუმცა შესაძლოა ყველას მოუხდეს. იმისთვის, რომ ევროპამ თავი დაცულად იგრძნოს, მომდევნო 5 თვის მანძილზე, 90 000 სამხედრო მოსამსახურითა და მასშტაბური სამხედრო ტექნიკით – რუსეთთან ომის სცენარებზე იმუშავებს: მიწაზე, წყალში, ჰაერსა თუ კიბერ სივრცეში. რუსეთთან, ნატო-ს სიტყვებით კი “თითქმის თანასწორ მოწინააღმდეგესთან”, ომის ალბათობას ალიანსში, რომ სრული სერიოზულობით უყურებენ, […]
ვითარება ახლო აღმოსავლეთში – პაკისტანმა ირანის იერიშს სარაკეტო დარტყმით უპასუხა

ირანის იერიშიდან 2 დღის შემდეგ, პაკისტანმა პასუხი ზუსტად იმავე ფორმით გასცა – სარაკეტო დარტყმა მოსაზღვრე პროვინციაში და განცხადება რომ სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ტერორისტების დაჯგუფება იყო. სამხედრო რეაგირების გარდა, პაკისტანი ირანს დიპლომატიური ნაბიჯითაც ღიად ეუბნება, რომ წითელი ხაზის გადაკვეთას არ შეეგუება. ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობა, 16 იანვარს პაკისტანის სამხრეთ დასავლეთით, ბელუჩისტანის […]
“მადლობა ფრანც” – საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ბეკენბაუერს დაემშვიდობა

“მადლობა ფრანც” – ასე დაემშვიდობა საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს. საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის “ბაიერნმა” ალიანს არენაზე “კაიზერ ფრანცისადმი” მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას გერმანული ფეხბურთის ელიტა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ. ცერემონია მუსიკალურად სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა, ცნობილმა გერმანელმა ოპერის მომღერალმა იონას კაუფმანმა კი – პავაროტის უკვდავი კომპოზიცია – “ნესუნ დორმა” შეასრულა. სტადიონზე მისულმა […]
აშშ: პალესტინური სახელმწიფოს შექმნის გარეშე ისრაელის უსაფრთხოების გადაწყვეტის “გზა არ არსებობს”

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რეგიონში ისრაელის უსაფრთხოების ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე და ღაზის აღდგენის მოკლევადიანი გამოწვევების გადაწყვეტის „გზა არ არსებობს“, თუ პალესტინის სახელმწიფო არ დაარსდება. მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე მილერმა თქვა, რომ ახლა ისრაელს აქვს შესაძლებლობა, რადგან რეგიონის ქვეყნები მზად არიან ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ. კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, […]
ფინეთის პრემიერ-მინისტრი – რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს

რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ სტოკჰოლმში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გამოსვლისას ორპომ შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის მიკაელ ბიუდენის განცხადება გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ შვედეთზე რუსეთის თავდასხმა შესაძლებელია. „რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს. შეგვიძლია მშვიდად გვეძინოს“,-განაცხადა ორპომ. კითხვაზე, სჭირდებათ თუ არა ფინელებს […]